სალონიკის მეტროპოლიტენი

სალონიკის მეტროპოლიტენისაბერძნეთის მეორე მეტროპოლიტენი ქალაქ სალონიკიში.

სალონიკის მეტროპოლიტენის სქემა

სალონიკისთვის მეტროს სისტემის შექმნა ჯერ კიდევ 1918 წელს იწყება, როდესაც თომას ჰეიტონ მაუსონმა და ერნესტ ჰებრარდმა წამოაყენეს წინადადება სალონიკის მეტროპოლიტენის რკინიგზის შექმნის შესახებ.[1] 1968 წელს წრიული მეტროს ხაზზე იყო საუბარი. სერიოზული საუაბრი მეტროს მშენებლობაზე დაიწყეს 1987 წელს. 1988 წელს მშენებლობა დაიწყო კიდეც, მაგრამ ფინანსების არქონის გამო შეჩერდა.[2] 1918 და 1988 წლების წინადადებები თითქმის იდენტური მარშრუტით ემთხვეოდა ამჟამინდელ პირველ ხაზს.

სალონიკის ამჟამინდელი მეტროს მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და კლასიფიცირებულია, როგორც მეგაპროექტი: მისი ბიუჯეტი 1,57 მილიარდი ევროა (1,77 მილიარდი დოლარი).[3] პირველი და მეორე ხაზი ამჟამად მშენებლობის პროცესშია და ექსპლუატაციაში შევა ეტაპობრივად 2023 წლიდან 2024 წლამდე.[4][5] პირველი ხაზი არის 9 კმ სიგრძის და მოიცავს 13 სადგურს, ხოლო მეორე ხაზი არის 4,8 კმ სიგრძის და პირველი ხაზის 11 სადგურზე დარეკვის გარდა ჩერდება კიდევ ხუთ სადგურზე.[6][7] მშენებლობის დროს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები გაკეთდა და მეტროპოლიტენის ზოგიერთ სადგურზე განთავსდება არქეოლოგიური გამოფენები.[8] სადგურ ვენიზელუზე მოეწყობა მსოფლიოში პირველი ღია არქეოლოგიური გამოფენა მეტროსადგურში.[9]

იგეგმება მეორე ხაზის გაგრძელება მარყუჟისებურად დასავლეთის მიმართUლებით, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით აეროპორტისაკენ.[10] დასავლეთის გაფართოება უფრო პრიორიტეტია, ვიდრე აეროპორტის მიმართულება, რადგან აეროპორტს მოემსახურება 10 წუთიანი სატრანსპორტო სამგზავრო ავტობუსი მე-2 ხაზის, მიკრას სადგურამდე.[7]

2023 წელს გახსნის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ მეტროთი ყოველდღიურად 320 000 ადამიანი ისარგებლებს, ანუ ყოველწლიურად 116 მილიონი ადამიანი.[11]

სადგურები

რედაქტირება
  • Νέος σιδηροδρομικός σταθμός
  • Δημοκρατίας
  • Βενιζέλου
  • Αγία Σοφία
  • Σιντριβάνι
  • Πανεπιστήμιο
  • Παπάφη
  • Ευκλείδη
  • Φλέμιγκ (Φλέμινγκ)
  • Αναλήψεως
  • Πατρικίου
  • Βούλγαρη
  • Νέα Ελβετία
  • Αμαξοστάσιο Πυλαίας

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Gerolympou, Alexandra (1995). Η Ανοικοδόμηση της Θεσσαλονίκης Μετά την Πυρκαγιά του 1917, Second (el), Aristotle University of Thessaloniki University Press. 
  2. Κι όμως! Το ΜΕΤΡΟ Θεσσαλονίκης είναι έτοιμο (στα χαρτιά) από το 1987! el (29 February 2016). ციტირების თარიღი: 13 August 2018
  3. Attiko Metro A.E.. Funding. ციტირების თარიღი: 5 June 2018
  4. Μετρό Θεσσαλονίκης: Χαμόγελα στα εργοτάξια μετά από χρόνια [Thessaloniki Metro: Smiles at the construction sites after years]. www.iefimerida.gr (ბერძნული). 2 March 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 August 2018. ციტირების თარიღი: 13 August 2018.
  5. Θεσσαλονίκη: Νοέμβριο του 2020 παραδίδεται η 1η γραμμή μετρό Νέα Ελβετία-Συντριβάνι [Thessaloniki: The 1st line from Nea Elvetia to Sintrivani will be opened in 2020]. www.iefimerida.gr (ბერძნული). 20 March 2018. ციტირების თარიღი: 13 August 2018.
  6. Attiko Metro A.E.. History. ციტირების თარიღი: 19 August 2018
  7. 7.0 7.1 Η Συνέντευξη τoυ Γιάννη Μυλόπουλου για το Μετρό Θεσσαλονίκης. ციტირების თარიღი: 12 August 2018
  8. CONCLUSION THESSALONIKI METRO & ARCHAEOLOGICAL EXCAVATION. Attiko Metro S.A.. www.ametro.gr (12 April 2007). ციტირების თარიღი: 13 August 2007
  9. Skai TV. Ιστορίες: Μετρό Θεσσαλονίκης el. ციტირების თარიღი: 13 August 2018
  10. Attiko Metro A.E.. Extensions. ციტირების თარიღი: 10 August 2018
  11. Μυλόπουλος: Το 2020 θα κυκλοφορούν καθημερινά 320.000 επιβάτες με το μετρό της Θεσσαλονίκης. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 12 August 2018