სალმან ალიზადე
სალმან ალიზადე (აზერ. Salman Əlizadə), ან სალმან კარტალი (თურქ. Salman Kartal); დ. 1 დეკემბერი, 1993, ბაქო) — აზერბაიჯანელი მოკრივე. 2010-იანი წლების პირველ ნახევარიდან აზერბაიჯანის მოკრივეთა ეროვნული ნაკრების წევრი, ევროპის ჩემპიონი, საერთაშორისო მნიშვნელობის მრავალი ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი, აზერბაიჯანის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1 დეკემბერი, 1993 (31 წლის) |
დაბ. ადგილი | ბაქო |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასალმან ალიზადე დაიბადა 1993 წლის 1 დეკემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. კარიერა დაიწყო ბაქოს „ნეფთჩიში“, რის შემდეგაც კარიერას აგრძელებდა[1], „სადარაკსა“ და სომხურ კლუბ „მოიკში“.[2]. მისი პირადი მწვრთნელია არის აზერბაიჯანის დამსახურებული მწვრთნელი ნაზიმ მირჰუსეინოვი[3].
სამოყავრულო კარიერა
რედაქტირებამისი საერთაშორისო დებიუტი შედგა 2008 წლის სეზონში, როდესაც გახდა ბაქოში პრეზიდენტის თასის ბრინჯაოს მედალოსანი და პლოვდივში გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი.
2010 წელს მან მოიგო მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი და მონაწილეობა მიიღო ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც სინგაპურში გაიმართა. ტურნირზე მოახერხა ვერცხლის მედლის მოპოვება. [4] 2011 წელს ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე „დიდი აბრეშუმის გზაზე“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ნახევარფინალში წააგო თურქ ფერჰათ ფეჰლივანთან, ოქროს მედალი მოიპოვა ანკარაში ევროპის ჩემპიონატზე, კერძოდ, ფინალში დაამარცხა რუსი მოკრივე ბალიკ გალანოვი.[5][6] ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოახერხა მედლის მოპოვება, მერვედფინალში ტაილანდის წარმომადგენელმა კეუ პონპრაიუნმა დაამარცხა. მოახერხა მოეგო ოქროს მედალი 2012 წლის „დიდი აბრეშუმის გზის“ ტურნირზე, მოიგო სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატი ბაქოში, აიღო ვერცხლი კალინინგრადის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, გადამწყვეტ ფინალურ მატჩში წააგო რუს ვასილი ვეტკინთან. სცადა ლონდონის ოლიმპიადაზე გასვლა, მაგრამ ევროპის ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე ვერ მოახერხა შესაბამისი შედეგის ჩვენება და ოლიმპიური ლიცენზია ვერ მივიღე.
2013 წელს ალიზადემ მოიგო აზერბაიჯანის ჩემპიონატი, კვლავ მოიგო „დიდი აბრეშუმის გზის“ ტურნირი, გახდა მინსკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, ნახევარფინალში დამარცხდა ირლანდიელ პედი ბარნსთან. ალმა-ათაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 1/8 ფინალში კორეელმა კიმ ინ გიუმ დაამარცხა.
2015 წლის აზერბაიჯანის ჩემპიონატზე მან კვლავ დაამარცხა სატურნირო ბადეში ყველა მეტოქე და ოქროს მედალი მოიპოვა. ალიზადემ კვლავ მიიღო მონაწილეობა „დიდი აბრეშუმის გზაზე“, მაგრამ ამჯერად პრიზიორთა შორის ვერ მოხვდა, მედლებისთვის ბრძოლიდან ბულგარელმა თინკო ბანაბაკოვმა გამოთიშა. იასპარეზა მსოფლიო სამხედრო თამაშებზე სამხრეთ კორეაში და ბაქოში გამართულ პირველ ევროპულ თამაშებზე.
2016 წელს აზერბაიჯანის ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მან მეორე ადგილი დაიკავა. აგრეთვე გამოვიდა თურქეთის ჩემპიონატზე, სადაც ასევე მეორე ადგილი დაიკავა.
პროფესიონალური კარიერა
რედაქტირებააზერბაიჯანის ნაკრებდან წასვლის შემდეგ, 2018 წლის იანვარში, ალიზადეს პროფესიონალური დებიუტი წარმატებით შედგა. კრივში შეხვედრებს თურქეთში სალმან კარტალის სახელით ატარებდა. 2019 წელს ის სამოყვარულო რინგს დაუბრუნდა. ჩინეთში მსოფლიო სამხედრო თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Klub - Neftçi İdman Klubu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-25. ციტირების თარიღი: 2021-10-30.
- ↑ Şamo Quliyev. MOİK-in boksçusu Hərbçilərin Dünya Oyunlarında bürünc medal qazanıb.
- ↑ Назим Миргусейнов: «Ахиллесова пята современного бокса — это судейство».
- ↑ en.trend.az
- ↑ Эльмир Алиев. (2011-06-24) Чемпион Европы Салман Ализаде: «Теперь надо завоевать олимпийскую лицензию и золото на ЧМ в Баку». 1news.az. ციტირების თარიღი: 2018-11-25.
- ↑ Salman Alizade becomes European light flyweight champion. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 24 June 2011.