სალის ციხე

არქიტექტურული ძეგლი

სალის ციხე — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბორჯომიდან 4-5 კილომეტრის დაშორებით, კლდის წვეროზე. მართალია ციხემ ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია, თუმცა ციხის კედლები შედარებით გადარჩენილია.

კირით ნაგები მცირე ზომის კედლები ჰორიზონტალურ მწკვრივებადაა ნაწყობი. ციხე ნაგებია ქვითკირით, აქვს ვიწრო მოედანი. ციხეს ასევე ჰქონია წყალსაცავი ორმოები, რომლებიც ქვით ყოფილა აგებული. ასევე ციხე შეიცავს პურის შესანახ ხაროებსა და სადგომებს. თუმცა კლდის თხემის ფართობი მცირეა. ციხე ციცაბო კლდის ნაპირზეა აშენებული და ძნელი მისადგომია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 38-39
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 1964
  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. თბ., 1985
  • გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 2013
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა, თბ., 1957
  • ხუჯაძე გ., ბორჯომის ხეობა, თბ., 1969