საკნატურა
საკნატურა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საკმაოდ სქელი ქეჩისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ღია მწვანე, მოქარვისფრო ელფერით. რბილობი ხორციანი და წვნიანია, კნატუნა. აქედან გაჩნდა ჯიშის სახელწოდებაც.
საკნატურა საშუალო ზრდითა და უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.4%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.5-9.8 გ/ლ-ს.
გამოიყენება სასუფრე ყურძნად და სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 325