საკირის გიორგიწმინდა

საკირის გიორგიწმინდა, მიწის საყდარი — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში. გუჯრისხევის ეკლესიიდან ორიოდე კილომეტრის მოშორებით. ეკლესია მთლიანად დანგრეულია და მიწით არის დაფარული.

შედარებით დაუზიანებლად მოაღწია მხოლოდ სამეკლესიანი ბაზილიკის ჩრდილოეთის მხარემ. მისი არქოტეტურული თავისებურებებით მას ძალიან ამსგავსებენ გუჯრისხევის ეკლესიას და აქედან გამომდინარე, ამ ტაძრის აგების ქრონოლოგიასაც X საუკუნის შუა ხანებით განსაზღვრავენ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985
  • ხოშტარია დ., X საუკუნის სამონასტრო ეკლესიები ტაძრის – საკირის მიდამოებში, თბ., 1986
  • ხოშტარია დ., IX-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლები ბორჯომი ხეობაში, თბ., 1987