საკირის ეკლესია
არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში
(გადამისამართდა გვერდიდან საკირეს ეკლესია)
საკირის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირის ჩრდილო-აღმოსავლეთით პატარა ბორცვზე. შემორჩენილია ნამოსტრალის სახით. მის ირგვლივ სასაფლაოა. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ ტაძრის საკურთხევლის აფსიდი კონქის ნაწილითურთ და ჩრდილოეთი კედელი. ტაძრის დანარჩენი ნაწილები თითქმის ძირამდეა დანგრეული და ჩამოცვენილი ქვებითაა დაფარული.
საკირის სასაფლაოს ეკლესია სამეკლესიან ბაზილიკის თავისებურ, იშვიათ ვარიანტს წარმოადგენს. მის მშენებლობას, აკურატული ფორმითა და სხვა არქიტექტურული თავისებურებებით, X საუკუნის შუა ხანებით ან უშუალოდ მომდევნო ათწლეულებით ათარიღებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985
- ხოშტარია დ., X საუკუნის სამონასტრო ეკლესიები ტაძრის – საკირის მიდამოებში, მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის..., 1986, # 3
- ხოშტარია დ., IX-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლები ბორჯომის ხეობაში, საკანდიდატო დისერტაცია და ავტორეფერატი, თბ., 1987
- გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 2014, გვ. 74