საკაოს სამზიარის უდაბნო
საკაოს სამზიარის უდაბნო — მონასტერი სოფელ საკაოში, მდინარე საკაურას ხეობაში, ონის მუნიციპალიტეტში. მდინარის მარცხენა მხარეს სამონასტრო ანსამბლის ნაშთებია. კომპლექსი „სამზიარის უდაბნოს“ სახელითაა ცნობილი. დანგრეულია მონასტრის ეკლესიაც, თუმცა, შემონახული ცნობის მიხედვით, ის ერთნავიანი შენობა იყო, რომელსაც სამხრეთით მიშენებული ჰქონდა სამწირველო, ხოლო დასავლეთით საქალებო. ნაშენები იყო თლილი ქვისა და კირისგან. ეკლესია შემკული იყო რამდენიმე ქანდაკებით და წარწერით.
ამავე სოფლის ზემოთ არის ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. შემორჩენილია X საუკუნით დათარიღებული ერთი ხატი. მონასტრის დაარსება ამავე საუკუნეს უნდა მივაკუთვნოთ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვაჟა გობეჯიშვილი, რაჭის მონასტრები, თბ., 2006, გვ. 66–67