საიასაულო - სამოხელეო ნატურალური გამოსაღები. მას იხდიდა თბილისის თითოეული კომლი სახელმწიფო გადასახადის - „სურსათის“ ამკრეფთა სასარგებლოდ. გადამხდელს „სურსათის“ ანგარიშში გაღებულ ყოველ კოდზე „საიასაულოდ“ თითო ლიტრი (დაახლოებით 3 კილოგრამი) მარცვლეული უნდა გადაეხადა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002