სათიხარის ღვთისმშობლის ეკლესია
სათიხარის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათიხარში. აგებულია IX-X საუკუნეებში.
ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებული ნახევარწრიული აბსიდით. მისი შუა ნაწილი დანგრეულია. შემორჩენილია სატრიუმფო თაღის სამხრეთი ქუსლი, რომელიც აბსიდის მხარს ეყრდნობა. აბსიდის გვერდითი ნიშები მიწის დონეზეა. კედლები შემორჩენილია 6-7 მეტრის სიმაღლეზე. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. სამხრეთი შესასვლელი მიწის დონიდან 50 სმ-ზე მოჩანს. ინტერიერი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით. ჩრდილოეთი ფასადი პერანგშემოცლილია. ეკლესიას ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან გარშემოსავლელი აქვს, რომლის კედლები შემორჩენილია დაახლოებით 1-2 მეტრზე. კედლები ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. ეკლესიის კედლების მიჯრით დიდი ზომის ხეებია ამოსული.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 158-159