სავრომატები — მომთაბარე მესაქონლე ტომი (სკვითების მონათესავე ხალხი). ცხოვრობდნენ ვოლგისპირეთის და ურალის მეზობლად. მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ქალები (ბელადები, ქურუმები). სავრომატების ტომების გაერთიანების შემდგომ ყალიბდება ახალი ეთნიკური ჯგუფი სარმატები. სავორმატების ტომების არსებობის პერიოდად მსოფლიო ისტორია მიიჩნევს ძვ. წ. VII-IV საუკუნეებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კელაპტრიშვილი ო., აბსანაძე თ., მსოფლიო სამეფო დინასტიები, ლექსიკონი, თბ., 2019, გვ. 197