საერთაშორისო მინერალოგიური ასოციაცია

საერთაშორისო მინერალოგიური ასოციაცია (ინგლ. International Mineralogical Association) — საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც შედგება 36 ეროვნული ორგანიზაციისაგან (2024 წლის დასაწყისში), რომლის მიზანია მინერალოგიის განვითარება, კერძოდ, 5000-ზე მეტი ცნობილი მინერალური სახეობის ნომენკლატურის სტანდარტიზაცია. MMA არის გეოლოგიურ მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირის ნაწილი. ასოციაცია ჩამოყალიბდა 1958 წლის ივლისში.

2015 წლის დეკემბერში საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო მინერალოგიური ასოციაციის წევრად აირჩიეს.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება