საერთაშორისო კონვენცია საზღვაო ძიება-გადარჩენის შესახებ
საერთაშორისო კონვენცია საზღვაო ძიება-გადარჩენის შესახებ (ინგლ. The International Convention on Maritime Search and Rescue; შემოკლებით, ინგლ. SAR Convention) ― საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენცია საზღვაო უსაფრთხოების შესახებ.[1][2] კონვენცია ზღვაზე ძიება-გადარჩენის სამუშაოების იურიდიული ჩარჩოს ნაწილია.[3]
საერთაშორისო კონვენცია საზღვაო ძიება-გადარჩენის შესახებ 1979 წლის 27 აპრილს მიიღეს.[1][4] ძალაში შევიდა 1985 წლის 22 ივნისს.[1]
კონვენციის დამატებებია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რეზოლუციები MSC.70(69) და MSC.155(78).[5] პირველი დამატება 1998 წელს მიიღეს, ხოლო მეორე ― 2004 წელს.[6]
2022 წლის ოქტომბრისთვის კონვენციის წევრია 114 სახელმწიფო.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 International Convention on Maritime Search and Rescue (SAR). International Maritime Organization. ციტირების თარიღი: 11 October 2022
- ↑ Brems, Eva (2013). Human Rights and Civil Liberties in the 21st Century. Springer Netherlands, გვ. 187. ISBN 978-9400775992.
- ↑ Legal Brief on International Law and Rescue at Sea. UNHCR. ციტირების თარიღი: 11 October 2022
- ↑ Elferink, Alex G. Oude (2021). International Organizations and the Law of the Sea 1998. Brill, გვ. 40. ISBN 978-9004481459.
- ↑ (2006) SAR Convention 2006 edition. London: International Maritime Organization, გვ. i. ISBN 978-9280142280.
- ↑ Gallagher, Anne (2014). The International Law of Migrant Smuggling. Cambridge University Press, გვ. 84. ISBN 978-1107015920.
- ↑ STATUS OF IMO TREATIES. International Maritime Organization. ციტირების თარიღი: 12 October 2022