საბჭოთა ნონკონფორმისტული ხელოვნება
საბჭოთა ნონკონფორმისტული ხელოვნება, ასევე საბჭოთა კავშირის არაოფიციალური ხელოვნება, ან ალტერნატიული ხელოვნება ან საბჭოთა ანდერგრაუნდი (რუს. нонконформистское искусство, подпольное искусство, андерграунд) — ამ სახელწოდებით აერთიანებენ 1950-80-იანი წლების საბჭოთა კავშირის სახვითი ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობების წარმომადგენლებს, რომლებიც პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ცენზურის მოსაზრებით განდევნილი იყვნენ საზოგადოებრივი ხელოვნების ცხოვრებიდან. ე.წ. მიწისქვეშა არსებობის გამო საბჭოთა კავშირის არაოფიციალური ხელოვნება მჭიდროდ უკავშირდებოდა არაფორმალურ ახალგაზრდულ მოძრაობებს (მაგ. მოსკოველი კონცეპტუალისტები და ჰიპები, პიტერის მიტკები და როკერები).