საბჭოების სახლი (სანქტ-პეტერბურგი)

საბჭოების სახლი (რუს. Дом Советов) აშენდა 1936-1941 წლებში არქიტექტორთა კოლეგიის მიერ, აკადემიკოს ნ. ა. ტროცკის ხელმძღვანელობით. მდებარეობს მოსკოვის მოედანზე სანქტ-პეტერბურგში, კერძოდ მოსკოვის პროსპექტის 212 ნომერში.

საბჭოების სახლი
Дом Советов
კოორდინატები 59°51′08″N 30°19′32″E / 59.852122° ჩ. გ. 30.325527° ა. გ. / 59.852122; 30.325527
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ნოე ტროცკი
სტილი სტალინის იმპერიული სტილი
თარიღდება 1936-1941 წლებით
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810321000

შენობა გათვლილია დაახლოებით 700 თანამშრომელზე. აღნიშნულ შენობაში განთავსებულია 3000 კაციანი სხდომათა დარბაზი. დიდი სამამულო ომის შემდეგ სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტები მუშაობდნენ საბჭოთა სახლში. დღეს, აღნიშნული შენობა გაქირავებულია თავდაცვის სფეროს ერთ-ერთ კომპანიაზე.

ისტორია რედაქტირება

  • 1936 წელი — საბჭოების სახლის აშენების დასაწყისი.
  • 1941 წელი — საბჭოების სახლი სრულად არის აღდგენილი.
  • 1941 წელი — (სექტემბერი) თავდაცვის ცენტრის შექმნა და ლენინგრადის ფრონტის საარტილერიო დავალების სადამკვირვებლო პოსტი.
  • 1944 წელი — ლენინგრადის ფრონტის მთავარსარდლობა მდებარეობს საბჭოთა სახლის შენობაში.
  • 1945 წელი — დასრულდა საბჭოების სახლის შენობის გაფორმება.
  • 1970 წელი — საბჭოების სახლის შენობის წინ (1936 წლის პროექტით გათვალისწინებული) ლენინის ძეგლი დაიდგა, მოქანდაკე მ. კ. ანიკუშინი და ვ. ა. კამენსკი.
  • 2006 წელი — სასახლის წინ, მოედანზე მოეწყო ფერადი მუსიკის შადრევნები და შენობა აღიჭურვა დამატებითი საძიებო სისტემებით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება