საბსოვიჩის სახლი (რუს. Дом Сабсовича) — ძველი კუთხის სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. სახელი მიიღო პირველი მფლობელის გვარის მიხედვით[1].

საბსოვიჩის სახლი
რუს. Дом Сабсовича
კოორდინატები 47°13′25″N 38°55′02″E / 47.2235° ჩ. გ. 38.9172° ა. გ. / 47.2235; 38.9172
მდებარეობა რუსეთი, ტაგანროგი
გახსნის თარიღი XIX საუკუნის მეორე ნახევარი

მისამართი: როსტოვის ოლქი, ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 134.

XIX საუკუნის პირველ ნახევარში, პეტროვის ქუჩა 134-ში მდებარეობდა მეორე გილდიის ვაჭარ ტორკოს საბსოვიჩის სახლი. 1860-იან წლებში ამ მისამართზე ააგეს ნახევრადსარდაფიანი კუთხის სახლი. ამ წლების აღწერილობაში მოცმულია, რომ ამ ფართზე განთავსდა შემდეგი ნაგებობები: აგურისაგან აშენებული ერთსართულიანი ბეღელი და ერთსართულიანი ფლიგელი. ამჟამინდელი სახლი პეტროვია 134-ში ააშენეს 1870იან წლებში ვაჭარ ვულფ საბსოვიჩისთვის, 1873 წლისთვის სახლს კვლავ ვულფ საბსოვიჩი ფლობს. 1874 წლიდან 1879 წლამდე სახლის მფლობელები იყვნენ ვაჭრები ვულფ, იოსებ და იაკობ საბსოვიჩები. 1890 წელს სახლი გადავიდა ვაჭარ დიმიტრი ეგორის ძე მანუსისა და მეშჩანინ ჰანა საბსოვიჩის მეუღლის საკუთრებაში და მათ უძრავ ქონებას წარმოადგენდა 1898 წლამდე[1]..

1906 წელს სახლის მფლობელი გახდა ვაჭარი და მიწის მფლობელი ბენიამინ საბსოვიჩი და მეშჩანინის, ჰანა საბსოვიჩის ცოლი[1]. ბენიამინ საბსოვიჩი იყო იოსებ დოროთეს ძის შვილი და ეკავა საბირჟო კომიტეტის წევრის თანამდებობა[2]. 1815 წელს ბენიამინ საბსოვიჩი კვლავ აგრძელებდა სახლის ფლობას სხვა მფლობელებთან ერთად, როგორებიც იყვნენ — მეშჩანინი ისააკ ბარკოს ძე იპკოვი, მოზნაიმ და ალექსი ანდრეის ძე გარშფელდი.

  1. 1.0 1.1 1.2 Дом Сабсовича//Энциклопедия Таганрога
  2. Таганрогские Сабсовичи и их потомки.: Опыт генеалогического исследования. Авторы: Файн Виктор Яковлевич,Вершинин Сергей Вячеславович