საბრი იულკერი
საბრი ულქერი (თურქ. Sabri Ülker დ. 1920, ყირიმი — გ. 12 ივნისი, 2012, სტამბოლი)[1] — თურქი მეწარმე და ბიზნესმენი, მსოფლიოში ცნობილი კომპანია „Ülker“-ის დამაარსებელი.
საბრი იულკერი | |
---|---|
საბრი ულქერი | |
დაბადების თარიღი |
1920 ყირიმი |
გარდაცვალების თარიღი |
2012 სტამბული, თურქეთი |
საქმიანობა | ბიზნესმენი |
საიტი | http://www.sabriulker.com.tr/su/ |
1944 წლის 22 თებერვალს, თავის უფროს ძმასთან, ასიმ ულქერთან ერთად, დააარსა „Eminönü Nohutçu Han“, რომელიც საფუძვლად დაედო სტამბოლში „Ülker"-ის ბრენდს. 1953 წელს საბრიმ და მისმა უფროსმა ძმამ ასიმმა გვარი „ბერქსანი" „ულქერით"-ით შეცვალეს.
2009 წელს საბრი ულქერმა დააარსა „კვების პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი საბრი ულქერის სახელობის ფონდი“ (Sabri Ülker Food Research Institute Foundation). ფონდი, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს, დამოუკიდებელი სამეცნიერო კომიტეტის მხარდაჭერით მუშაობს და მილიონობით ადამიანს აერთიანებს. საბრი ულქერი, რომელიც მხარს უჭერდა ინიციატივებს განათლების, ბუნებისა და გარემოს დაცვის სფეროებში, ასევე არის „ნიადაგის ეროზიებთან ბრძოლის თურქული ფონდის“ (TEMA) დამფუძნებლებს შორის.[2]
ასიმ ულქერმა 1979 წელს შვილებთან ერთად სელჩუკთან და ფარუკ ბერქსანთან ერთად კვლავ მიიღო გვარი „ბერქსანი". ასიმ ბერქსანმა დატოვა „Ülker“ 1987 წელს, მისი 50 პროცენტი თავის ძმას, საბრი ულქერს გადასცა და დააარსა სხვა ბიზნესი სახელწოდებით „Kar Bisküvi".
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებასაბრი ულქერი დაიბადა ყირიმში 1920 წელს და ბავშვობა იქვე გაატარა. მისი ოჯახი 1929 წელს ემიგრაციაში წავიდა სტამბოლში, ვერ გაუძლო ოქტომბრის რევოლუციის დროს განცდილ გაჭირვებას. ულქერი, რომელიც 9 წლის ასაკში ჩავიდა სტამბულში, ჩაირიცხა კადირგას დაწყებით სკოლაში. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სტამბოლის ერკეკის საშუალო სკოლაში. საშუალო სკოლის მეორე კურსზე ჩააბარა უფასო ინტერნატის გამოცდა და წავიდა ბილეჩიკის საშუალო სკოლაში. უმაღლესი განათლება მიიღო სულთანაჰმეტის ეკონომიკისა და კომერციულ მეცნიერებათა სკოლაში.
საქმიანი ცხოვრება
რედაქტირება1944 წელს ულქერმა იყიდა პატარა საცხობი ნოჰუტჩუ ჰანში, ემინონუში. წარმოება დაიწყო 100 კვადრატული მეტრის ფართობში უფროს ძმასთან ასიმ ულქერთან და სამ თანამშრომელთან ერთად. 1970-იან წლებში მან დააარსა Anadolu Gıda, იმ პერიოდის ერთ-ერთი პირველი საჯარო სავაჭრო კომპანია. 1972 წელს წამოიწყო შოკოლადისა და საკონდიტრო ნაწარმის წარმოება. 1974 წელს კომპანიის ნაწარმი გავიდა საერთაშორისო ბაზარზე. 1975 წელს მან დააარსა დეპარტამენტი. 80-90-იან წლებში იგი შევიდა სხვადასხვა სექტორში წარმოების ვერტიკალური ზრდის მიღებით. ამავე პერიოდში მან 1989 წელს დააარსა Yıldız Holding და ყველა კომპანია ერთ ჭერქვეშ მოაქცია. საბრი ულქერმა ხელი მოაწერა Yıldız Holding-ის პირველ უცხოურ პარტნიორობას. 1996 წელს რძის ბაზარზე შესვლისას მან ბაზარს გააცნო პირველი თურქული რძე, რომელიც არ შეიცავს ლაქტოზას. 2000 წელს პენსიაზე გავიდა და თავისი უფლებამოსილება გადასცა შვილს მურატ ულქერს, რომელიც მართავდა ბიზნესს, თავად კი მხოლოდ ქველმოქმედებით იყო დაკავებული: ის ფულს დებდა ახალი ბიბლიოთეკების გასახსნელად, სკოლებისთვის კომპიუტერების შესაძენად, ეხმარებოდა თურქ სტუდენტებს.
ოჯახი
რედაქტირებასაბრი ულქერის ოჯახი ყირიმელი თათრებია.[3] მამამისი, ჰაჯი ისლამ ეფენდი, 1891 წელს, როდესაც ის მხოლოდ 18 წლის იყო, ყირიმიდან სტამბულში ჩავიდა და ოსმალეთის მოქალაქეობა მიიღო. ის თრაკიაში დაინიშნა მასწავლებლად, სადაც დაქორწინდა თავის მსგავს ყირიმელ ემიგრანტზე. თეკირდაღის სარაის რაიონში მსახურობისას ოჯახი ბალკანეთის ომების გამო ჯერ სტამბულში დაბრუნდა, შემდეგ კი ყირიმში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, რეგიონის მუსლიმებზე ზეწოლის გამო, 1929 წელს, ოჯახი კვლავ გადავიდა სტამბულში.
გიუზიდეს და საბრი ულქერს ჰყავდათ სამი შვილი: ალი ულქერი, ახსენ ოზოკური და მურატ ულქერი. ალი ულქერი 9 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. გიუზიდე ულქერი 2010 წელს გარდაიცვალა, თავად საბრი კი 2012 წელს. საბრი ულქერს ჯერ კიდევ პენსიაზე გასვლამდე უწოდებდნენ „შოკოლადის მეფეს“. მის დაკრძალვას ესწრებოდნენ თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, სტამბოლის გუბერნატორი ჰუსეინ ავნი მუთლუ, სტამბულის მერი ქადირ თოფბაში, მთავრობის რამდენიმე მინისტრი და სხვა ცნობილი თურქი პოლიტიკოსები.
საბრი ულქერის სახელი დაერქვა ცენტრს ჰარვარდის სკოლაში(ინგლისური)ქართ. (კემბრიჯი, მასაჩუსეტსის შტატი).
ორგანიზებული ჯილდოები
რედაქტირება- საბრი ულქერის პრემია გარემოსდაცვის სფეროში
- საბრი ულქერის სამეცნიერო პრემია
ლიტერატურა
რედაქტირება- Sabri Ülker’in Hayat Hikâyesi. Hulusi Turgut. 2014
- Sabri Ülker’in Hayat Hikâyesi (Gençler için Sadeleştirilmiş). Hulusi Turgut. 2019
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Sabri Ülker
- საბრი ულქერის ცენტრი დაარქივებული 2022-05-21 საიტზე Wayback Machine.
- ABOUT ÜLKER
- საბრი ულქერის ფონდი დაარქივებული 2022-05-23 საიტზე Wayback Machine.
- В Турции скончался известный бизнесмен Сабри Улькер.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://web.archive.org/web/20120815033121/http://www.zaman.com.tr/haber.do?haberno=1302528&title=turkiyeye-biskuvi-ve-cikolatayi-sevdiren-sabri-ulker-vefat-etti
- ↑ http://www.sabriulker.com.tr/su/hayat-hikayesi.html
- ↑ | başlık = Trakya’da Bulgar saldırısı başlayınca Devletler Ailesi, İstanbul’a sığınıyor. | erişimtarihi = 4 Mayıs 2020 | arşivurl = https://web.archive.org/web/20191027133846/. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-27. ციტირების თარიღი: 2022-05-01.