საბატონოს სამაროვანი
საბატონოს სამაროვანი — სამაროვანი გლდანის საცხოვრებელი მასივის V მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტერიაზე, რომელიც მიეკუთვნება გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ძეგლებს. გაითხარა 5 ქვაყრილიანი ორმოსამარხი. მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ კიდურებმოხრილ პოზაში, თავით ჩრდილოეთისკენ. კერამიკულ მასალასთან და სხვა ნივთებთან ერთად ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა აღმოსავლურ-ქართული ტიპის შედგენილტარიანი ბრინჯაოს სატევარი. ძეგლი ძველი წელთაღრიცხვით XIII საუკუნით თარიღდება და ე. წ. სამთვრულ კულტურას განეკუთვნება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 762.