საბარკლეთის წმინდა გიორგის ეკლესია
საბარკლეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ საბარკლეთში. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.
სოფლიდან ჩრდილოეთით 6,5 კმ-ზე მდებარე დარბაზული ეკლესია დგას ხელოვნურ სუბსტრუქციაზე, რომელსაც გარშემო გალავანი შემოუყვებოდა. ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. გეგმით უაბსიდო სწორკუთხა მოხაზულობისაა, რომლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. ერთი სარკმელი ჩრდილოეთ კედელშია მოთავსებული. აბსიდის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ტრაპეზის ქვა დგას. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი.
ძეგლი დაზიანებულია. კამარა და კონქი ჩამოქცეულია, კედლების გარშემო მიწის დონე აწეულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 156