საბარკლეთის ღვთისმშობლის ეკლესია
საბარკლეთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ საბარკლეთში, „ქვემო კარა“. აგებულია XX საუკუნეში.
გეგმით სწორკუთხა ძეგლი ნაშენია მცირე ზომის უფორმო, ფლეთილი ქვით. ქვის წყობა და თუნუქის სახურავი ახალია. აბსიდი ასიმეტრიულია. ერთი ნიშა ჩრდილოეთ კედელშია. შესასვლელი სამხრეთითაა. ეკლესიის აღმოსავლეთი კედელი გარედან საკურთხევლის შიდა მოხაზულობას იმეორებს. შესაძლოა ახლანდელი ნაგებობა დგას ძველ ნაეკლესიარზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 154