საბარკლეთის კოშკის ნანგრევები

საბარკლეთის კოშკის ნანგრევები — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ საბარკლეთში, „ქვემო კარა“. აგებულია შუა საუკუნეებში.

სოფლიდან აღმოსავლეთით 50 მეტრზე, ორი ხევის შესართავთან მდგარი კოშკი თითქმის მთლიანად დანგრეულია, რის გამოც ჭირს მისი სრული აღწერა. უკეთ შემორჩა ჩრდილო-დასავლეთი კუთხე, რომლის სიმაღლე 1,5 მეტრია. კოშკის გადარჩენილ ნაწილში გამოყენებულია ბუნებრივად სწორკუთხა, დაუმუშავებელი ქვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 155