ლიბო — საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი, დაარსდა 2006 წელს საბავშვო მწერლების ირმა მალაციძისა და მარიამ წიკლაურის თაოსნობით.

ლიბო
შეიქმნა 2006
სტატუსი საბავშვო მწერალთა გაერთიანება
მიზანი თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის და მწერლების პოპულარიზაცია

ფონდი მიზნად ისახავს თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის და მწერლების პოპულარიზაციას, მოზარდთა შორის წიგნიერების დონის ამაღლებას, საბავშვო ლიტერატურის საზოგადოებირივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში რეალიზაციის ხელშეწყობას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას საბავშვო ლიტერატურის შექმნისა და გავრცელებისათვის. აგრეთვე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის ადაპტირებული ლიტერატურული ნაწარმოებების და სხვა სახის მეთოდური მასალების შექმნასა და გავრცელებას.

ფონდი ქმნის სხვადასხვა მიმართულების სასწავლო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, შემოქმედებითი, კულტურული, საქველმოქმედო და სხვა სახის ცენტრებს. ორგანიზებას უწევს ღონისძიებებს, პრეზენტაციებს, აქციებს, საგამომცემლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას, ფესტივალებს, კონკურსებს, კონცერტებს, აუქციონებს, თემატურ ბანაკებსა და საქველმოქმედო პროგრამებს.

საბავშვი ლიტერატურის განვითარების ფონდის გამოცემაა ჟურნალი „შოკოლიტი“, ხოლო ელექტრონულად გამოსცემს ჟურნალს „თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა“. ფონდის ინიციატივით დაარსდა და 2006 წლის 27 ოქტომბერს პირველად აღინიშნა საბავშვო წიგნის დღე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლიბო&oldid=4422373“-დან