არგო (საბაგირო გზა)

(გადამისამართდა გვერდიდან საბაგირო გზა არგო)

საბაგირო გზა „არგო“ — მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბათუმში. საბაგირო გზა არგო კომპანია „ტურინვესტ ჯგუფის“ ერთ-ერთი პროექტია, რომელსაც საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა, მშენებლობას დაახლოებით 5 წელი დასჭირდა და 2013 წლის 17 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა. საბაგირო გზა დააპროექტა და დაამზადა ინჟინერიის კომპანია Doppelmayr-მა. გზის სადგურების, ასევე კომპლექსის არქიტექტურა დაამუშავა კომპანია CallisonRTKL-მა.

საბაგირო გზა ბათუმში
საბაგირო გზა არგო

საბაგირო გზა არგოს კონცეფცია არგონავტების თქმულების, არგოს მითის ირგვლივაა აგებული, შესაბამისად, საბაგირო გზის, კომპლექსის შიდა და გარე სივრცეების, მთლიანად შენობის დიზაინი და არქიტექტურა მჭიდროდ უკავშირდება ძველი კოლხეთის ყველაზე ცნობილი „სტუმრების“ მოგზაურობასა და თავგადასავალს.

კომპლექსის ძირითადი ნაწილი ანურიის მთაზე, ზღვის დონიდან 256 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული. იქ მოხვედრა შესაძლებელია „არგოს“ საბაგირო გზით, რომლის ქვედა სადგური ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზეა. საბაგირო გზის სიგრძე 2586 მეტრია, მოძრაობს 8-ადგილიანი 20 გონდოლა და ერთი მიმართულებით მგზავრობას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება.

„არგოზე“ მუშაობს კაფე-ბარი, ღვინის და სუვენირების მაღაზია, ასევე „გემბანზეა“ განთავსებული ღია კაფე, აქვეა ფოტოჯიხური, სანაყინე, გადმოსახედი ბაქანი და სხვა.

ტექნიკური პარამეტრები

რედაქტირება

საბაგირო გზა არგოს ტექნიკური პარამეტრები:

  • ამძრავი სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან: 256,75 მ.
  • სადგურებს შორის ჰორიზონტალური მანძილი: 2586 მ.
  • საყრდენი ანძების რაოდენობა: 7.
  • მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე: 5 მ/წ.
  • გონდოლების საერთო რაოდენობა: 20.
  • გონდოლების ტევადობა: 8 მგზავრი (640კგ).

„არგო“ კომპანია „ტურინვესტ ჯგუფის“ ერთ-ერთი პროექტია.

რესურსები ინტერნეტში:

რედაქტირება