საარის ხელშეკრულება
საარის ხელშეკრულება ან ლუქსემბურგის ხელშეკრულება (გერმ. Vertrag von Luxemburg) — შეთანხმება გერმანიასა და საფრანგეთს შორის საარის მხარის გერმანიის ფარგლებში დაბრუნების შესახებ. ხელშეკრულებას ხელი 1956 წლის 27 ოქტომბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაინრიხ ფონ ბრენტანომ და მისმა ფრანგმა კოლეგამ ქრისტიან პინომ მოაწერეს. ხელმოწერა პლებისციტს მოჰყვა, რომელიც 1955 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდა. უმრავლესობამ საარის სტატუსის გაუქმებას დაუჭირა მხარი.
საარის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საბოლოოდ შესვლა 1957 წლის 1 იანვარს მოხდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Saar Treaty დაარქივებული 2014-04-09 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)