საამოქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიში.

გამოყვანილია 1968 წელს რევაზ კიკაჩეიშვილის მიერ მიერ მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში, წიპწის რადიოსელექციის გზით, რომელიც მიღებულია ნიმრანგისა და ალექსანდრიული მუსკატის შეჯვარებით.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ოდნავ წაგრძელებული ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, კონუსური ფორმის, დატოტვილი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მტევანს ახასიათებს წვრილმარცვლიანობა. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოდნავ ოვალური, მომწვანო-მოყვითალო, ცვილისებრი ნაფიფქით სუსტად დაფარული. კანი სქელი და ნაკლებმკვრივია. რბილობი მკვრივი აქვს, ხორციანი და წვნიანი, კარგად გამოხატული მუსკატური გემოთი.

ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისა და საშუალოზე მაღალმოსავლიანია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.5-5.2 გ/ლ-ს.

ხარისხიანი სასუფრე ჯიშია. კარგად იტანს ტრანსპორტირებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 554