რქაწითელი მუსკატური

რქაწითელი მუსკატურიქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში.

გამოყვანილია საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კათედრაზე. ავტორები: ვ. ქანთარიასა და ნ. ჩახნაშვილი. მშობელ წყვილებად გამოყენებულია რქაწითელი და ალექსანდრიული მუსკატი.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთოლი ქვედა მხრიდან აბლაბუდისებრად სუსტადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიმკვრივის, ზოგჯერ მხრიანი. მარცვალი მომრგვალო ან მცირედ ოვალურია, ღია მომწვანო-მოყვითალო ელფერით, მზის მხარეზე მოყავისფრო ლაქებით. საკმაოდ სქელკანიანი და წვნიანია, სასიამოვნო მუსკატური გემოთი.

მუსკატური რქაწითელი საშუალოზე ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. მტევნის წონა 255-270 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22-24%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.3 გ/ლ-ს.

მუსკატური რქაწითელი ორმაგი დანიშნულების ჯიშია. წარმატებით გამოიყენება, როგორც სასუფრე ყურძნად, ასევე მაღალხარისხიანი სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 554

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება