რუსუდან მეფისაშვილი

რუსუდან მეფისაშვილი (დ. 1913, ესენტუკი — გ. 2002, თბილისი) — ქართველი ხელოვნების ისტორიკოსი, არქიტექტურის დოქტორი (1971), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982). 1936 წ. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიის ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. 1941 წლიდან მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. 1986 წლიდან იყო ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი. რ. მეფისაშვილი მჭიდროდ იყო დაკავშირებული კულტურის ძეგლთა დაცვა-რესტავრაციის დარგში წარმოებულ საქმიანობასთან. 1980-იან წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს ძეგლთა ინსპექციის განყოფილებას.

რუსუდან მეფისაშვილი ითვლება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დამფუძნებლად.[1]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ვალეს ტაძარი და მისი აღმშენებლობის ორი პერიოდი, Ars Georgica, 3, თბ., 1950;
  • ერედვის 906 წლის ხუროთმოძღვრული ძეგლი, Ars Georgica, 4, თბ., 1955;
  • სხალთის ხუროთმოძღვრული ძეგლი, კრებ. "ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში", ბათუმი, 1955;
  • საქართველოში კოლმეურნეთა საცხოვრებელი სახლების მნიშვნელობის ზოგიერთი საკითხი, Ars Georgica, 5, თბ., 1955;
  • Полупещерный памятник IX века в сел. Биети, Ars Georgica, 6, თბ., 1963;
  • Архитектурный ансамбль Гелати, Тб., 1966;
  • Рельефы рубежа X-XI веков со сценами строительства в храме у селения Корого, Советская археология, № 4, 1969;
  • ბერის საყდარი, Ars Georgica, 7 - A, თბ., 1971;
  • სოფელ ხეითის ძეგლი - საბაწმინდა, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია, N3, 1971;
  • Архитектура нагорной части исторической провинции Грузии Шида-Картли, Тб., 1975 (ვ. ცინცაძესთან ერთად);
  • Die Kunst des alten Georgien, Leipzig, 1977;
  • Основные особенности развития трёхцерковных базилик Грузии, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1977;
  • Памятники архитектуры X-XI веков в сел. Кабени и Гостибе, Ars Georgica, 8 - A, თბ., 1979;
  • გელათი, არქიტექტურა, მოზაიკა, ფრესკა, თბ., 1982 (თ. ვირსალაძესთან ერთად);
  • Georgien, Wehzbauten und Kizchen, Leipzig, 1987 (ვ. ცინცაძესთან ერთად);
  • ბანას ტაძარი, თბ., 1989 (დ. თუმანიშვილთან ერთად);
  • უწერის ღვთისმშობლის ეკლესია, Ars Georgica, 10 - A, თბ., 1991;
  • სამთავისის ტაძრის აღმოსავლეთი ფასადის დეკორატიული მორთულობის თავისებურება, Ars Georgica, 11 - A, თბ., 2001.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება