რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები (რუს. Выборы Президента Российской Федерации) — პირდაპირი, საიდუმლო, თანასწორი და საყოველთაო ხმისმიცემის პროცედურა, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც ხდება ცნობილი რუსეთის პრეზიდენტის ვინაობა უახლოესი 6 წლის განმავლობაში. ეს პროცედურა ჩატარდა 1991, 1996, 2000, 2004, 2008, 2012 და 2018 წლებში. შემდეგი არჩევნები უნდა ჩატარდეს 2024 წელს.

გადაწყვეტილება პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების შესახებ მიიღეს 1991 წლის 17 მარტის რეფერენდუმზე; შესაბამისი შესწორებები შეიტანეს რსფსრ-ის კონსტიტუციაში. 1993 წელს, რუსეთის კონსტიტუციის მიღების შემდეგ, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5-დან 4 წლამდე შემცირდა, თუმცა, მოქმედმა პრეზიდენტმა თანამდებობაზე გაატარა იმდენი ხანი, რამდენი ხნითაც ის 1991 წელს აირჩიეს. 2008 წელს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 6 წლამდე გაიზარდა; პირველი პრეზიდენტი ექვსწლიან ვადაზე 2012 წელს აირჩიეს.[1] არჩევნებში იმარჯვებს კანდიდატი, რომელმაც მოაგროვა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა (50%+ხმათა ნებისმიერი რაოდენობა). იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება მეორე ტური (ზუსტად სამი კვირის შემდეგ), რომელშიც მონაწილეობას იღებენ პირველ და მეორე ადგილებზე გასული კანდიდატები. 2018 წლის მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება სულ სამმა ადამიანმ მოიპოვა: ბორის ელცინმა (ორჯერ), ვლადიმერ პუტინმა (ოთხჯერ) და დიმიტრი მედვედევმა (ერთხელ). არჩევნების მეორე ტური მხოლოდ ერთხელ, 1996 წელს ჩატარდა.[2]

საარჩევნო სისტემა

რედაქტირება

საპრეზიდენტო არჩევნებს არეგულირებს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია, ფედერალური კანონი „რუსეთის მოქალაქეთა ძირითად გარანტიებზე რეფერენდუმში მიღების მონაწილეობის უფლებაზე და საარჩევნო უფლებაზე“ და ფედერალური კანონი „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე“. კანონები არჩევნებთან დაკავშირებიით მიიღეს 1991, 1995,[3] 1999[4] და 2003[5] წლებში. საარჩევნო კანონმდებლობა დროდადრო იხვეწებოდა, მაგრამ, სისტემის ძირითადი ასპექტები უცვლელი რჩებოდა.

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების წესები

რედაქტირება

არჩევნების დანიშვნა

რედაქტირება

არჩევნებს ნიშნავს რუსეთის ფედერაციის საბჭო. გადაწყვეტილება დანიშვნასთან დაკავშირებით უნდა იქნას მიღებული არა ნაადრევ, ვიდრე 100 დღით ადრე არჩევნების დღემდე და არა უგვიანეს 90 დღით ადრე არჩევნების დღემდე. ფედერალური კანონის, „რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ მეხუთე მუხლისთანახმად, პრეზიდენტის არჩევნების თარიღი არის მეორე კვირა (დღე) იმ თვისა, რომელშიც პრეზიდენტის წინა არჩევნები შედგა.

კანდიდატურის წამოყენება

რედაქტირება

კანდიდატის წამოყენება შესაძლებელია ორი გზით:

  • კანდიდატის წამოყენება შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს.
  • კანდიდატურის წამოყენება შეუძლია თავად კანდიდატს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მას მხარს უნდა უჭერდეს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც უნდა შედგებოდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებული 500,000 ამომრჩევლისგან.

პოლიტიკური პარტიებს, წარმოდგენილს რუსეთის სახელმწიფო დუმაში ან სუბიექტა 1/3-ის პარლამენტებში, შეუძლიათ წამოაყენონ საკუთარი კანდიდატი ხელმოწერების შეგროვების გარეშე. სხვა პარტიის ან დამოუკიდებელი კანდიდატები რეგისტრაციის სურვილის შემთხვევასი ვალდებულნი არიან წარუდგინონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 100 და 300 ათასი ხელმოწერა.[6] ამავე დროს, ფედერაციის ერთ სუბიექტზე არ უნდა მოდიოდეს 2500 და 7500 ხელმოწერაზე მეტი. კანონის თანახმად, შესაძლებელია ხელმოწერების 5 პროცენტიანი მარაგის მიტანა (105 000 და 315 000). კომისიამ უნდა შეამოწმოს ხელმოწერების მინიმუმ 20%. თუ წუნი არის 5 პროცენტზე მეტი, კომისია ვალდებულია შეამოწმოს კიდევ 10%. კანდიდატებს, რომელთა ხელმოწერებშიც წუნი დასაშვებზე მეტია, კომისიამ შეიძლება უარი უთხრას რეგისტრაციაში.

კანდიდატების რეგისტრაციას ახდენს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია საჭირო დოკუმენტების მიღების არა უგვიანეს 10 დღის შემდეგ ან დაარეგისტრიროს, ან უარი უთხრას კანდიდატს. ერთი და იმავე პირს არ აქვს უფლება პრეზიდენტი იყოს ორ გადაბმულ ვადაზე მეტად.[7] იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ალტერნატივა ან კანდიდატი მხოლოდ ერთია, არჩევნები არ ინიშნება. სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა უნდა უზრუნველყოს კანდიდატთა თანაბარი ფინანსური და მედია მხარდაჭერა სახელმწიფოს მიერ

ხმისმიცემა

რედაქტირება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ირჩევენ რუსეთის მოქალაქეები. საარჩევნო უფლება აქვს რუსეთის ყველა სრულწლოვან (18 წლის) მოქალაქეს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც შეჩერებული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება.

არჩევნების შედეგები

რედაქტირება

ხმების თავდაპირველ დათვლას ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიები; ისინი აგზავნიან ოქმს ტერიტორიარულ საარჩევნო კომისიებში. ტერიტორიული კომისიები წინასწარი შემოწმების შემდეგ უგზავნიან ოქმებს სუბიექტების კომისიებს, ხოლო ისინი აგზავნიან ოქმებს უკვე ცენტრალურ, ფედერალურ კომისიას.

სხვა ცნობები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Закон Российской Федерации от 30 декабря 2008 г. № 6-ФКЗ «Об изменении срока полномочий Президента Российской Федерации и Государственной Думы». Вступил в силу со дня его официального опубликования 31 декабря 2008 г. (Российская газета, 2008, 31 декабря, Федеральный выпуск № 4824). Применяется в отношении Президента Российской Федерации, избранного после вступления в силу названного Закона.
  2. О выборах Президента в Российской Федерации დაარქივებული 2013-10-14 საიტზე Wayback Machine. // Избирательная комиссия Псковской области, Справочная информация.
  3. Федеральный закон от 17.05.95 N 76-ФЗ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-23. ციტირების თარიღი: 2012-03-04.
  4. Федеральный закон от 31 декабря 1999 г. N 228-ФЗ
  5. Федеральный закон от 10 января 2003 года N 19-ФЗ
  6. Виктор Хамраев, «Партиям сказали, как теперь надо» // Газета «Коммерсантъ», № 242 (4783), 24.12.2011, стр 1
  7. Конституция РФ, статья 81.