რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობათა კრებული

რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო კრებული (რუს. Собрание законодательства Российской Федерации) — ოფიციალური პერიოდული გამოცემა, რომელშიც ქვეყნდება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებული ან გამოცემული ნორმატიული აქტები. დაარსდა 1994 წლის მაისში. საკანონმდებლო კრებულის გამოქვეყნებასა და გავრცელებას ახორციელებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გამომცემლობა „იურიდიული ლიტერატურა“ («Юридическая литература»), ხოლო მისი ელექტრონული ფორმით გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სამართლებრივი ინფორმაციის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „სისტემა“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება