რუსეთის ლიგის თასი

რუსეთის ლიგის თასი (რუს. Кубок Премьер-лиги) — საფეხბურთო ტურნირი რუსეთში, რომელიც მხოლოდ ერთხელ – 2003 წელს გათამაშდა და მასში პრემიერლიგის 16-ვე გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ლიგის თასმა ვერ მოიპოვა პოპულარობა და შედეგად ფეხბურთის ფედერაციის მიერ გაუქმდა კლუბების გადატვირთული გრაფიკის გამო[1]. ტურნირი პლეი-ოფის სისტემით გათამაშდა და მისი გამარჯვებული სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ გახდა.

ფინალები

რედაქტირება
წელი გამარჯვებული ანგარიში დამარცხებული
2003 ზენიტი (1) 3–0; 2–2 ჩერნომორეცი ნოვოროსიისკი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "ЗЕНИТ" БУДЕТ ВЛАДЕТЬ КУБКОМ ПРЕМЬЕР-ЛИГИ ЕЩЕ ГОД“. sport-express.ru. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2017.