რუა-აუგუსტას თაღიტრიუმფალური თაღის მსგავსი ქვის ისტორიული ნაგებობა და ლისაბონის სავაჭრო მოედნის ღირსშესანიშნაობა, რომელიც 1755 წლის ლისაბონის მიწისძვრის შემდეგ ქალაქის აღდგენის საზეიმოდ აშენდა. მას ექვსი სვეტი აქვს (დაახლოებით 11 მ სიმაღლის), რომელთაგან თითოეული, სხვადასხვა ისტორიული პირის ქანდაკებებით არის დამშვენებული. თაღის გვრგვინიდან მის კარნიზამდე არსებული დიდი სიმაღლე, ნაგებობას მასიურობას ჰძენს. თაღის შუაგულში არსებულ თავისუფალ ადგილს პორტუგალიის გერბი ავსებს. ნაგებობის თავზე არსებული, ფრანგი მოქანდაკის სელესტენ ანატოლ კალმელის მიერ შექმნილი ალეგორიული ჯგუფი კი წარმოადგენს საზეიმოდ დაჯილდოებულ ქველობასა და სულიერებას.

რუა-აუგუსტას თაღი სავაჭრო მოედანზე

თავდაპირველად სამრეკლოდ დაპროექტებული ნაგებობა, საბოლოო ჯამში დეტალურად გათვლილ თაღში გარდაიქმნა და ეს ყველაფერი ერთ საუკუნეზე მეტი დროის შეყოვნებით[1].

  1. De Macedo, Joaquim (2010). A Guide to Lisbon and Its Environs Including Cintra and Mafra with a Large Plan of Lisbon. Read Books, გვ. passim. ISBN 1-4455-5194-2.