რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველო

(გადამისამართდა გვერდიდან რსჰა)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

„რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველო“ („რსჰა“) (გერმ.: Reichssicherheitshauptamt - RSHA) დაარსდა 1939 წლის 27 სექტემბერს „სს“-ის რაიხსფიურერის ჰაინრიხ ჰიმლერის განკარგულებით. სამმართველომ გააერთიანა „უშიშროების პოლიცია“ („ზიპო“) და „უშიშროების სამსახური“ („სდ“) და ამიერიდან სამმართველო მთელი მესამე რაიხის უშიშროებისა და საპოლიციო სამსახურის ცენტრალურ ორგანოს წარმოადგენდა.

„რსჰა“-ს ცენტრალური ბიურო განთავსებული იყო ბერლინში, პრინც-ალბრეხტ-შტრასე 8-ში (დღეს: ნიედერკირხნერშტრასე, ბერლინ-კროიცბერგი).

სტრუქტურა

რედაქტირება

„რსჰა“-ს ადმინისტრაციული სტრუქტურა 1941 წლის მიხედვით:

„ზიპო“-სა და „სდ“-ს შეფი: ობერგრუპენფიურერი რაინჰარდ ჰაიდრიხი.

I-A (საკადრო განყოფილება): შტანდარტენფიურერი დოქტ. ვალტერ ბლუმე.
I-B (აღზრდა, განათლება და კვალიფიცირება): შტურმბანფიურერი ერვინ შულცი.
  • II სამმართველო (ორგანიზება, მართვა, სამართალი): შეფი შტანდარტენფიურერი დოქტ. ჰანს ნოკემანი.
II-A (ორგანიზება/სამართალი): შტურმბანფიურერი დოქტ. რუდოლფ ბილფინგერი.
II-A-1 (ორგანიზება): ჰაუპტშტურმფიურერი დოქტ. შვედერი.
II-A-2 (საკანონმდებლო): შტურმბანფიურერი დოქტ. ნაიფელდი.
II-A-3 (იუსტიცია): შტურმბანფიურერი ზური.
II-A-4 (რაიხის თავდაცვა): შტურმბანფიურერი რენკენი.
II-A-5 (ყადაღა): შტურმბანფიურერი რიხტერი.
II-B (საპასპორტო): სამინისტროს მრჩეველი კრაუზე.
II-C (საბიუჯეტო)
II-C-1 (საბიუჯეტო - ზიპო): შტანდარტენფიურერი დოქტ. ზიგერტი.
II-C-2 (საბიუჯეტო - სდ): ობერშტურმბანფიურერი ბროკე.
II-D (ტექნიკური კითხვები): ობერშტურმბანფიურერი ვალტერ რაუფი.
III-A (სამართლებრივი წესრიგი): ობერშტურმბანფიურერი დოქტ. გენგენბახი.
III-B (ფოლკსშტურმი): შტანდარტენფიურერი დოქტ. ერლიხი.
III-C (კულტურა): შტურმბანფიურერი დოქტ. შპენგლერი.
III-D (სამეურნეო): შტურმბანფიურერი ზაიბერტი.
IV-A (მოწინააღმდეგესთან ბრძოლა): ობერშტურმბანფიურერი პანცინგერი.
IV-A-1 (კომუნიზმი): შტურმბანფიურერი ფოგტი.
IV-A-2 (საბოტაჟთან ბრძოლა): ჰაუპტშტურმფიურერი ჰორსტ კოპკო.
IV-A-3 (ლიბერალიზმი): შტურმბანფიურერი ლიცენბერგი.
IV-A-4 (ტერაქტები): შტურმბანფიურერი შულცი.
IV-B (სექტები): შტურმბანფიურერი ჰარტლი.
IV-B-1 (კათოლიციზმი):შტურმბანფიურერი ერიხ როთი.
IV-B-2 (პროტესტანტიზმი):შტურმბანფიურერი ერიხ როთი.
IV-B-3 (მასონები): ვაკანტური დარჩა.
IV-B-4 (ებრაელები): ობერშტურმბანფიურერი ადოლფ აიხმანი.
IV-C (კარტოთეკა): ობერშტურმბანფიურერი დოქტ. რანგი.
IV-D (დაპყრობილი მიწები): ობერშტურმბანფიურერი დოქტ. ერვინ ვაინმანი.
IV-E (აბვერი): შტურმბანფიურერი ვალტერ შელენბერგი.
IV-E-1 (სამშობლოს ღალატი): ჰაუპტშტურმფიურერი ლინდო.
V-A (კრიმინალური პოლიტიკა): შტანდარტენფიურერი ვერნერი.
V-B (სპეცრაზმები): გალცო
V-C (გამოძიება): ბერგერი
V-D (კრიმინალური ინსტიტუტი): შტურმბანფიურერი დოქტ. ჰეესი.
  • VI სამმართველო (სდ-საზღვარგარეთი): შეფი ბრიგადენფიურერი ჰაინც იოსტი.
VI-A (ზოგადი საკითხები): ობერშტურმბანფიურერი ფილბერტი.
VI-B ვაკანტური 1943 წლამდე, 1943 წლიდან ოიგენ შტაიმლე
VI-C ვაკანტური დარჩა.
VI-D ვაკანტური დარჩა.
VI-E (გამოძიება): შტურმბანფიურერი დოქტ. ჰელმუტ კნოხენი.
VI-F (ტექნიკური დახმარება): ობერშტურმბანფიურერი ვალტერ რაუფი.
  • VII სამმართველო (მსოფლმხედველობა): შეფი შტანდარტენფიურერი პროფ. დოქტ. ფრანც სიქსი.