როსტოვის ოლქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
როსტოვის ოლქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (რუს. Ростовский областной музей краеведения) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. დაარსდა 1937 წელს როსტოვის ოლქის შექმნასთან დაკავშირებით. მუზეუმში წარმოდგენილია ოლქის ბუნების, კულტურისა და ისტორიის ძეგლები. ყველაზე მეტად ღირებულია მუზეუმის ექსპოზიცია „დონის ყორღანების სასწაულები“, სადაც დაცულია 2 000 ოქროსა და ვერცხლისაგან დამზადებული საგანი, რომლებიც განეკუთვნებიან ძვ. წ. IV- ახ. წ. VIII საუკუნეებს[1].
როსტოვის ოლქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი | |
---|---|
რუს. Ростовский областной музей краеведения | |
მუზეუმის ფასადი | |
47°13′25″ ჩ. გ. 39°43′20″ ა. გ. / 47.22361° ჩ. გ. 39.72222° ა. გ. | |
დაარსდა | 1937 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | დონის როსტოვი |
ოფიციალური საიტი | [www.rostovmuseum.ru www.rostovmuseum.ru] |
როსტოვის ოლქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი წამყვანი სამეცნიერო ცენტრია ისტორიის, ეთნოგრაფიისა და დონის მატერიალური კულტურის პრობლემების კვლევის საქმეში.
ისტორია
რედაქტირებაპირველი სურვილი დონის როსტოვში მუზეუმის გახსნის შესახებ ჯერ კიდევ 1862 წელს გაჩნდა და ეკუთვნოდა ქალაქის მეთაურს ა. ბაიკოვს, მაგრამ კიდევ ბევრი წელი გავიდა ამ იდეის ცხოვრებაში გატარებამდე[2].
როსტოვის საქალაქო მუზეუმი, საიდანაც თავის ისტორიას იწყებს როსტოვის ოლქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, გაიხსნა 1910 წლის 1 მაისს. მისი შექმნა შესაძლებელი გახდა ქალაქელი მეცენატების, მხარეთმცოდნეების, საქალაქო დუმისა და უბრალო ენთუზიასტების წყალობით. აღნიშნულ შრომაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როსტივის ისტორიის, სიძველეებისა და ბუნების საზოგადოების წევრებმა მ. კრასნიანსკიმ, ა. ილინმა და ვ. ასმოლოვმა. ქალაქის მუზეუმის შენობა სპეციალურად ააგეს მუზეუმისთვის მისამართზე დუმის ჩიხი № 5 და შემორჩენილია დღევანდელ დღემდე. მუზეუმში სტუმრობა უფასოა ყველასათვის[2].
1920 წლიდან ცნობილია, როგორც დონის ოლქის ხელოვნებისა და სიძველეების საბჭოთა მუზეუმი. მუზეუმის ფონდი შევსებულია ნახატებით, ანტიკვარიატით და განსაკუთრებით იმ მასალებით, რომლებიც დაკავშირებულია დონის მიწაზე რევოლუციურ მოვლენებთან და რევოლუციის ისტორიასთან[2].
1937 წელს პუშკინის ქუჩა № 204-ში ჩამოაყალიბეს როსტოვის ოლქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიб ხელოვნებისა და სიძველეების მუზეუმის ექსპონატების ბაზაზე[2].
ნაცისტების მიერ ქალაქის ოკუპაციის პერიოდში მუზეუმი დაინგრა, მიუხედავად ამისა, ომის დასრულებიდან მალევე დაიწყო კოლექციის მოძიება და აღდგენა[2].
1951 წელს მუზეუმისთვის გამოყვეს ახალი შენობა დიდი საოვაიის ქუჩა № 79-ში, სადაც იგი განთავსებულია დღევანდელ დღემდე. აღნიშნული შენობა აგებულია XX საუკუნის დასაწყისში და წარმოადგენს საოლქო მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლს[1].
2001 წლიდან მუზეუმი არის რუსეთის მუზეუმების კავშირის წევრი[2].
2002 წელს მუზეუმში დაიწყო რეექსპოზიცია. ამჟამად აქ წარმოდგენილია ექსპონატები, როგორც უძველესი დროიდან, ასევე თანამედროვე ეპოქიდან[3].
როსტოვის ოლქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი წარმოადგენს მსხვილ საგანმანათლებლო ცენტრს, აქ იმართება ლექციები და ღონისძიებები, რომელიც ეძღვნება ოლქისა და ქვეყნის მშნიშვნელოვან თარიღებს[3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Ростовский областной музей краеведения. www.museum.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-22.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Музей краеведения - последние новости. www.rostovmuseum.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-22.
- ↑ 3.0 3.1 Министерство культуры Ростовской области. Ростовский областной музей краеведения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-05. ციტირების თარიღი: 2017-11-05.