როსტოვის კინოქრონიკის სტუდიის შენობა

როსტოვის კინოქრონიკის სტუდიის შენობა (რუს. Здание Ростовской студии кинохроники) — სამსართულიანი აგურის შენობა დონის როსტოვში. აგებულია 1952 წელს როსტოვის კინოქრონიკის სტუდიისათვის, არქიტექტორ ლევ ებერგის პროექტის მიხედვით. მდებარეობს წითელარმიელთა ქუჩაზე (სახლი 94/92).

როსტოვის კინოქრონიკის სტუდიის შენობა
რუს. Здание Ростовской студии кинохроники
კოორდინატები 47°13′32″N 39°42′09″E / 47.2256° ჩ. გ. 39.7026° ა. გ. / 47.2256; 39.7026
მდებარეობა დონის როსტოვი
არქიტექტორი ლევ ებერგი
გახსნის თარიღი 1952

როსტოვის კინოქრონიკის სტუდიის შენობა მდებარეობს დონის როსტოვის ცენტრში და უჭირავს წითელარმიელთა ქუჩისა და ოსტროვსკის ქუჩის კუთხე[1]. აგებულია 1952 წელს ცნობილი არქიტექტორის ლევ ებერგის პროექტის მიხედვით[1][2].

არქიტექტურა

რედაქტირება

როსტოვის კინოქრონიკის სტუდიის შენობა სამსართულიანია, ნაგებია აგურით. პირველი სართული გაფორმებულია ბუნებრივი ქვით, მეორე - რუსტირებულია, მესამე სართულს კი ამშვენებს წყვილი პილასტრი. წითელარმიელთა ქუჩაზე გამავალი მთავარი ფასადი გაფორმებულია თაბაშირის პრფილირებული თამასებით[1].

შენობას გააჩნია ასო Г-ს ფორმის დაგეგმარება. შენობას აქვს დაგეგმარების კორიდორული სისტემა ორმხრივად განთავსებული სამუშაო ოთახებით. შენობის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მაყურებელთა დარბაზი[1].

შენობის სტატუსი

რედაქტირება

შენობა 2014 წლისათვის არ იყო სახელმწიფოს დაცვის ქვეშ. დონის როსტოვის რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ იგეგმება მიმართონ როსტოვის ოლქის კულტურის სამინისტროს თხოვნით რათა შენობა შეიტანონ განსაზღვრული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

გაყიდვა და შენობის დაშლა

რედაქტირება

2013 წელს როსტოვის კინოქრონიკის სტუდიის შენობა გაიყიდა. საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, 2015 წლის 21 თებერვალს დაიწყო შენობის დემონტაჟი[3]. დონის როსტოვის სამშენებლო დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი დიკუნის სიტყვებით დანგრეული კინოქრონიკის სტუდიის შენობის ადგილზე იგეგმება 7-სართულიანი არასაცხოვრებელი სახლის მშენებლობა[3].