როსკო პაუნდი
როსკო პაუნდი (დ. 27 ოქტომბერი, 1870, ლინკოლნი, ნებრასკა — გ. 1 ივლისი, 1964, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი) — ამერიკელი იურისტი, სამართლის სოციოლოგიური სკოლის მამამთავარი. მუშაობდა სამართლის საერთო თეორიაში. ასწავლიდა ამერიკულ უნივერსიტეტებში. ავტორია წიგნისა „იურისპრუდენცია“ (ტ. 1-5, 1959). მისმა შეხედულებემა შემდგომში განვითარება ჰპოვა რეალისტური სკოლის მოძღვრებაში. 1916-1936 წლებში იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, 1935-1937 წლებში ამერიკის მეცნიერების და ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი. 1950-1956 წლებში იყო შედარებითი სამართლის საერთაშორისო ადკადემიის პრეზიდენტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- როსკო პაუნდი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)