რომის კურია
რომის კურია — დაწესებულებათა ერთობლიობა, რომელიც ექვემდებარება რომის პაპს, როგორც კათოლიკური ეკლესიის და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურს. შეიქმნა პაპის კარის სხვადასხვა დაწესებულებების ბაზაზე XII საუკუნეში. მოიცავს სხვადასხვაგვარ კონგრეგაციას (საეკლესიო სამინისტროებს), უმაღლეს საეკლესიო სასამართლოებსა და კანცელარიებს.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/52/Vatikan-Regierungspalast.jpg/300px-Vatikan-Regierungspalast.jpg)