რომან ბაბოვალი

ნიუ-იორკის ჯგუფის წევრი, უკრაინელი და ფრანგი პოეტი და მთარგმნელი

რომან ბაბოვალი (დ. 2 სექტემბერი, 1950, ლიეჟი ― გ. 15 ივნისი, 2005, ლიეჟი)[1]უკრაინელი-ფრანგი პოეტი და მთარგმნელი ბელგიიდან. პოეტების ნიუ-იორკის ჯგუფის წევრი.[2] წერდა უკრაინულ და ფრანგულ ენებზე.[3]

რომან ბაბოვალი
დაბადების თარიღი 2 სექტემბერი, 1950(1950-09-02)
გარდაცვალების თარიღი 15 ივნისი, 2005(2005-06-15) (54 წლის)
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  უკრაინა
ალმა-მატერი ლიუვენის ძველი უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

რომან ბაბოვალი 1950 წლის 2 სექტემბერს, ლიეჟში, ბელგია, დაიბადა.

დაამთავრა ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი. ცხოვრობდა ბელგიაში. იყო PEN-International-ისა და უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის წევრი.

60-იანი წლების ბოლოდან უკრაინულ და ფრანგულ ენებზე აქვეყნებდა ლექსებსა და თარგმანებს. 70-იან წლებში ნიუ-იორკის ჯგუფს შეუერთდა.

ბაბოვალომა ფრანგულ ენაზე თარგმნა და ორ ტომად გამოაქვეყნა იგორ კალინცის ლექსების კრებული „Le couronnement de l'épouvantail“. თანამედროვე უკრაინელი მწერლების ნაშრომებს ფრანგულ ენაზე, ხოლო ფრანგული და იტალიური ენებიდან უკრაინულ ენაზე თარგმნიდა.

  1. Babowal, Roman. ციტირების თარიღი: February 18, 2022.
  2. Maria G. Rewakowicz - Introducing the Ukrainian Émigré Poets of the New York Group. University of Toronto · Academic Electronic Journal in Slavic Studies - Toronto Slavic Quarterly. ციტირების თარიღი: February 18, 2022.
  3. ПИСЬМЕННИЦЬКИЙ ДОВІДНИК uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 23, 2012. ციტირების თარიღი: February 18, 2022.


[[კატეგორია:დაბადებული 1950