როკ-ჯგუფი

(გადამისამართდა გვერდიდან როკ ჯგუფი)

როკ-ჯგუფი — სახეობრივი სახელწოდება, რომელიც ელექტრონული საშუალებებით გაძლიერებული მუსიკის შემსრულებლების ჯგუფის აღნიშვნისთვის გამოიყენება. ეს სახელი მომდინარეობს მუსიკალური მიმდინარეობა — როკ-ენ-როლისგან, რომელიც ამგვარი მუსიკის უშუალო წინამორბედი იყო. მუსიკა, რომელსაც როკ-ჯგუფები ასრულებენ, როგორც როკ-ენ-როლიდან, ისე მისი პირდაპირი წინაპარიდან — რიტმ-ენდ-ბლუზიდან იღებს სათავეს.

ქართულ ენაში ეს ტერმინი შემოვიდა ინგლისური ენიდან (ინგლ. rock band). სსრკ-ს არსებობის პერიოდში, ამგვარი ჯგუფების აღნიშვნისთვის, გამოიყენებოდა ტერმინი — ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი (ვია).