ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

როკი მარჩიანო (დ. 1 სექტემბერი, 1923, მასაჩუსეტსი — გ. 31 აგვისტო, 1969, აიოვა) — წარმოშობით იტალიელი ამერიკელი მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

როკი მარჩიანო აშშ-ში, მასაჩუსეტსში დაიბადა. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ბიძამისმა კრივი ასწავლა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს არმიის კლუბის სახელით გამოდიოდა. 1946 წელს მან შეიარაღებული ძალების სამოყვარულო შეჯიბრში გაიმარჯვა, მომდევნო წელს კი პროფესიონალი მოკრივე გახდა და გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდა.

მარჩიანო მძიმეწონოსან მოკრივეებს მიაკუთვნეს. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგეთა უმეტესობაზე გაცილებით ნაკლებს იწონიდა, სიმტკიცისა და უხეში სტილის წყალობით 49 მატჩში 49-ჯერ გაიმარჯვა, აქედან 43 - ნოკაუტით. 1952 წლის სექტემბერში მარჩიანო მძიმეწონოსანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა და მაშინდელი ჩემპიონი - ჯერსი ჯო უოლკოტი მეცამეტე რაუნდში დასცა.

ტიტულის დაცვა მომდევნო წელს მარჩიანოს კვლავ უოლკოტთან შეხვედრისას მოუხდა. მან მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში გამოთიშა პაექრობიდან და ჩემპიონობას 1956 წლამდე დაუმარცხებლად ინარჩუნებდა. 1969 წელს მარჩიანო ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/როკი_მარჩიანო“-დან