როკაპიქართულ მითოლოგიაში ავსული დედაბერი, რომელსაც აქვს წინ გამოშვერილი ღოჯები, გრძელი დაჯაგრული კუდი, თვალებიდან ცეცხლს ყრის, სხეული ბანჯგვლით აქვს დაფარული. ღმერთმა ის ტაბაკონზე ჩარჭობილ პალოზე ჯაჭვით დააბა, პალო დედამიწის გულამდე აღწევს. როკაპი ცდილობს პალოს ამოძრობას, მაგრამ მოფრინდება ბოლოქანქარა ჩიტი, დააჯდება პალოს და დაიწყებს კუდის ქანქარს. დედაბერი მას უროს მოუქნევს და პალოს ღრმად ჩაარჭობს მიწაში.

ლიტერატურა

რედაქტირება