როია აიხანი
როია აიხანი (აზერ. Röya Ayxan; ნამდვილი სახელი როიალა იაყუბის ასული ნაჯაფოვა (აზერ. Nəcəfova Röyalə Yaqub qızı); დ. 14 ივნისი 1982, ბაქო, აზერბაიჯანი), ასევე ცნობილია, როგორც როია (აზერ. Röya) — აზერბაიჯანელი მომღერალი. 2015 წლიდან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი.
როია აიხანი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | როიალა ნაჯაფოვა |
აგრეთვე ცნობილი როგორც | როია |
დაბ. თარიღი | 14 ივნისი, 1982 |
დაბ. ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანი |
ჟანრ(ებ)ი | პოპ-მუსიკა |
საქმიანობა | მომღერალი, მოდელი, მსახიობი |
აქტიური | 1995-დან დღემდე |
საიტი | royaofficial.com |
როია აიხანი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებაროია აიხანი 1982 წლის 14 ივნისს, თავისივე ცნობით, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაიბადა.[1] თუმცა, სხვა წყაროების მიხედვით, მომღერალი აღდამის რაიონშია დაბადებული.[2][3] საშუალო განათლება, ბაქოს ნასიმის რაიონის №5 სკოლაში მიიღო. 2004 წელს, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა.
პირველად, ვაგიფ გარაჰზადეს ჯგუფში W-trio გამოჩნდა, თუმცა მალე დატოვა ჯგუფი და დაიწყო თავისი სოლო კარიერა. პირველი სოლო კონცერტი სახელწოდებით „Bu gecə“ (ეს ღამე), 2005 წელს ჰეიდარ ალიევის სასახლეში გაიმართა. იმავე წელს მოიგო მაყურებელთა ჯილდო იალტის ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსზე. 2006 წელს, იმავე სასახლეში სამჯერ გამართა საკონცერტო პროგრამა სახელწოდებით „Darıxmışam“ (მოვიწყინე). 15 სექტემბერს, კონცერტი გამართა სტადიონზე Şəfa. საპროდიუსერო ცენტრ V&V კვლევის მიხედვით, 2006 წელს როიამ მოიგო ორ ნომინაციაში: „წლის შემსრულებელი“ და „წლის კონცერტი“.
მომღერალი გააკრიტიკის ირანსა და აზერბაიჯანში, მისი პროვოკაციული კოსტიუმების და სცენაზე ქცევის გამო.
2013 წელს, ფილმ „ტაქსის“ მთავარ გმირთან, სამი ნასერისთან თანამშრომლობით, გადაიღო კლიპი სიმღერაზე „Günahsız günahım“ (უცოდველი ცოდვა“).[4]
2013 წელს, „Qrand“ ვერსიის მიერ, აზერბაიჯანის მომღერალად აღიარეს და „წლის ჰიტის“ ჯილდო მიიღო.[5]
როია აიხანი 2008-2014 წლებში, დაოჯახებული იყო ანარ ჯალილოვთან. 2009 წლის 25 ოქტომბერს, წყვილს ვაჟი ეყოლა სახელად ჰიუსეინი.[6]
დისკოგრაფია
რედაქტირებაალბომები
რედაქტირება- Söyle (2004)
- İlgar (2006)
- Nazli (2007)
- Aldatma (2008)
- Gel Danış (2008)
- Bax (2009)
- Göndər (2012)
- Gemiciler (2013)
კლიპები
რედაქტირება- Yalan sözlər
- Qatar
- Bilərsənmi
- Röyan olum
- Nazlı yarım
- Ayrılıq olmayaydı
- Söylə
- Qovuşmaz yolumuz
- Cücə
- Darıxmışam
- Gəl danış
- Deyin ona
- Nazlı
- Gəlmədin
- Həsrət nəğməsi
- De niyə
- Sən oldun
- Aldatma
- Dön gəl
- Yenə yaz gələcək
- Mən danışıram rəqsdən
- Xatirələr
- Dostumsan yoxsa sevgilim
- Sənə görə
- Bax
- Sən və mən
- Solğun günlər
- Ulduz nağılı
- Təkcə səni
- Evlisən
- Ağla
- Unutmaq istədim
- Ay ürək
- Göndər
- Sən getdin
- Gəmiçilər
- Sene ehtiyacım var
- Mən sənsiz
- Kesin bilgi
- Xeyanet
- Baku 2015)
- Doldur Ürəyimi (2016)
ფილმოგრაფია
რედაქტირება- სამეზობლო (ფილმი, 2003)
- დამწვარი ხიდები (ფილმი, 2003)
- დასვენება სტამბოლში (ფილმი, 2007) (აიანი)
- მსახიობი (ფილმი, 2011)(დოკუმენტური ფილმი)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- როია აიხანი Facebook-ზე
- როია აიხანი Twitter-ზე
- როია აიხანი Instagram-ზე
- როია YouTube-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ როია აიხანის იუბულირზე რა მოხდა? (აზერ.)
- ↑ Zülfiyyə Qurbanova. (09 iyul 2013) ვინ სად დაიბადა? (სია) az. Anspress.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-07. ციტირების თარიღი: 2015-10-24..
- ↑ 5-ci Element Röya Ayxan 18.02.2016
- ↑ Ройа презентовала видеоклип с главным героем фильма «Такси», снятый в Париже
- ↑ Главные звездные герои премии Qrand – кто они?
- ↑ როიას შვილი ეყოლა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2017-04-27.