როზ რაპონდა
როზ რაპონდა (ფრანგ. Rose Raponda; დ. 1963 ან 1964) — გაბონელი პოლიტიკოსი, გაბონის ვიცე-პრეზიდენტი 2023 წლის 9 იანვრიდან 30 აგვისტომდე. პირველი ქალი ამ თანამდებობაზე.[1][2][3] გაბონის პრემიერ-მინისტრი 2020 წლის 16 ივლისიდან 2023 წლის 9 იანვრამდე. ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი[4], მანამდე იგი იყო ლიბრევილის მერი, ხოლო შემდეგ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი 2019-2020 წლებში.
როზ რაპონდა | |
გაბონის ვიცე-პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 იანვარი, 2023 – 30 აგვისტო, 2023 | |
პრეზიდენტი | ალი ბონგო ონდიმბა |
წინამორბედი | პიერ-კლავერ მუსავუ |
გაბონის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 ივლისი, 2020 – 9 იანვარი, 2023 | |
პრეზიდენტი | ალი ბონგო ონდიმბა |
წინამორბედი | ჟულიენ ნკოგე ბეკალე |
მემკვიდრე | ალენ-კლოდ ბილი-ბი-ნზე |
გაბონის თავდაცვის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 თებერვალი, 2019 – 16 ივლისი, 2020 | |
წინამორბედი | ეტიენ მასარ კაბინდა მაკაგა |
ლიბრევილის მერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 იანვარი, 2014 – 12 თებერვალი, 2019 | |
დაბადებული | 30 ივნისი, 1963 |
პოლიტიკური პარტია | გაბონის დემოკრატიული პარტია |
პროფესია | ეკონომისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაროზ რაპონდა დაიბადა 1963 ან 1964 წელს[5]. ბანტუს წარმომადგენელი მპონგვეს ეთნიკური ჯგუფის წევრი[6]. მან დაასრულა გაბონის ეკონომიკისა და ფინანსების ინსტიტუტი და აქვს ხარისხი ეკონომიკასა და სახალხო ფინანსებში[7].
კარიერა
რედაქტირებაროზ რაპონდა მუშაობდა გაბონის საბინაო ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ და შემდეგ გენერალურ დირექტორად[7]. იგი მუშაობდა ფინანსთა მინისტრად 2012 წლის თებერვლიდან 2014 წლის იანვრამდე[7][8]. დედაქალაქის მერად აირჩიეს 2014 წლის 26 სექტემბერს და წარმოადგენდა გაბონის დემოკრატიულ პარტიას[6]. იგი 1959 წლიდან პირველი ქალია, რომელსაც ეს თანამდებობა ეკავა[5][9]. იგი ასევე გახდა აფრიკის გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი მმართველობების პრეზიდენტი[10].
2019 წლის 12 თებერვალს, იანვრის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ როზ რაპონდა ქვეყნის პრეზიდენტმა ალი ბონგო ონდიმბამ დანიშნა ქვეყნის თავდაცვის მინისტრად[9][11][12]. რაპონდამ შეცვალა ეტიენ მასარ კაბინდა მაკაგა, ბონგოს ოჯახის წევრი, რომელსაც თანამდებობა ეკავა 2016 წლიდან[13]. 2020 წლის 16 ივლისს იგი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად, მას შემდეგ რაც წინამორბედი ჟულიენ ნკოგე ბეკალე გადადგა[5]. როზ რაპონდა ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. იგი ონდიმბას მეოთხე კაბინეტს ხელმძღვანელობს[14].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Gabon names vice-president and new prime minister“. Reuters. 9 January 2023. ციტირების თარიღი: 10 January 2023.
- ↑ Gabon: Rose Christian Ossouka Raponda named first-ever female VP (9 January 2023). ციტირების თარიღი: 10 January 2023
- ↑ Gabon Names Vice-President and New Prime Minister (9 January 2023). ციტირების თარიღი: 10 January 2023
- ↑ Mouega, Mondjo. (16 July 2020) Gabon: Rose Christiane Ossouka Raponda nommée Premier ministre French. Gabon Media Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 16 July 2020..
- ↑ 5.0 5.1 5.2 Gabon appoints first woman prime minister amid government shakeup (July 16, 2020). ციტირების თარიღი: July 16, 2020.
- ↑ 6.0 6.1 Dougueli, Georges. (21 January 2014) Gabon : Rose Christiane Ossouka Raponda, le nouveau visage de Libreville French. Jeune Afrique. ციტირების თარიღი: 14 July 2019.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Gras, Romain. (12 February 2019) Gabon : Rose Christiane Ossouka Raponda, de la mairie de Librevelle au ministère de la Défense French. Jeune Afrique. ციტირების თარიღი: 14 July 2019.
- ↑ Gabon: Mrs Rose Christiane Ossouka Raponda elected Mayor of Libreville. All Africa (27 January 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 14 July 2019.
- ↑ 9.0 9.1 Rose Christiane Ossouka Raponda in uncharted territory. Africa Intelligence (13 February 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 14 July 2019.
- ↑ Meetings of the Statutory Bodies for United Cities and Local Governments of Africa (UCLG Africa) & International Conference: African Cities: Engines of Sustainable Development - Cairo, Hotel Conrad, June 17-20, 2019. Africa News (27 June 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 14 July 2019.
- ↑ Ndungidi, Patrick. (30 January 2019) Gabon: Rose Christiane Ossouka Raponda nommée ministre de la défense French. African Shapers. ციტირების თარიღი: 14 July 2019.
- ↑ Solo,mon, Salem. (24 February 2019) African Women Surmount Obstacles to Redefine Their Countries’ Militaries. VOA News. ციტირების თარიღი: 14 July 2019.
- ↑ Gabon cabinet reshuffle. Africa News (31 January 2019). ციტირების თარიღი: 14 July 2019.
- ↑ Eric Mbog Batassi. (July 16, 2020) Gabon Names First Woman as Prime Minister in Cabinet Reshuffle. ციტირების თარიღი: July 16, 2020.