ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

როზა ისმაილ-ყიზი ჯალილოვა (აზერ. Roza İsmayıl qızı Cəlilova; დ. 17 მაისი, 1929, ყუბა) — აზერბაიჯანელი ქორეოგრაფ-ბალეტმეისტერი, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (2007), „ღირსების“ (1959) და „დიდების“ (2019) ორდენის კავალერი.

როზა ჯალილოვა
მშობლიური სახელი აზერ. Roza Cəlilova
დაბადების თარიღი 17 მაისი, 1929
ყუბა, აზერბაიჯანის სსრ
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
საქმიანობა ქორეოგრაფი, ბალეტმეისტერი
აქტიური 1947 — მიმდინარე დრომდე

ცხოვრება

რედაქტირება

როზა ჯალილოვა დაიბადა 1929 წლის 17 მაისი. 1947 წელს ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებლის კლასიკური განყოფილება „ფრიადზე“ დაამთავრა. ორი წლის განმავლობაში მუშაობდა მ. ფ. ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში. თუმც აზერბაიჯანული ხალხური მუსიკისა და ცეკვის სიყვარულს ერთი წამითაც არ დაუტოვებია. 1949 წელს, დიდი ხნის ბჭობის შემდეგ, იმ დროს მოქმედი „მხატვრული საბჭოს“[1] ნებართვით, ცვლის თავის შემოქმედებითი მოღვაწეობის მიმართულებას და გადადის უზეირ გაჯიბეკოვის მიერ შექმნილ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში.[2] 30 წელზე მეტი დროის განმავლობაში როზა ჯალილოვა წარმოადგენდა აზერბაიჯანს მრავალ საერთაშორისო ფესტივალზე, რომლებიც მიმდინარეობდა კანადაში, ჩინეთში, აშშ-ში, თურქეთში, ერაყში, ეფიოპიაში, მაროკოში. 2019 წლის 16 მაისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევის განკარგულებით აზერბაიჯანული საცეკავო ხელოვნების განვითარებასა და

პროპაგანდირებაში ღვაწლის შეტანისათვის როზა ჯალილოვა დაჯილდოვდა ორდენით „შოხრათი“.[3]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/როზა_ჯალილოვა“-დან