როდ ევანსი — ბრიტანელი მომღერალი და ჯგუფ Deep Purple-ის ერთ-ერთი დამაარსებელი.[1] დაიბადა 1947 წლის 19 იანვარს ქალაქ სლაუში (ბერკშირის საგრაფო). 1969 წელს, სამი წარმატებული ალბომის გამოშვების შემდეგ, ევანსი Deep Purple-დან გაუშვეს, მის ნაცვლად კი ჯგუფში ვოკალისტად იენ გილანი მიიღეს. როდ ევანსის წასვლის შემდეგ ჯგუფის მუსიკა უფრო მძიმე როკის სტილში განვითარდა. ევანსის მოღვაწეობისას კი მას უფრო პროგრესული და პოპ მიმართულება ჰქონდა.

როდ ევანსი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 19 იანვარი, 1947 (1947-01-19) (76 წლის)
დაბ. ადგილი სლაუ
წარმოშობა სლაუ, ბერკშირის საგრაფო, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი, პროგრესული როკი, მძიმე როკი, პოპ-მუსიკა
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 1959–1973
1980
ასოციაციები Deep Purple, Captain Beyond, The Maze, The Horizons
ჯილდოები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი

Deep Purple-ამდე როდ ევანსი იენ პეისისთან ერთად ჯგუფ The Maze-ში მღეროდა. 1966 წლისთვის ჯგუფის პერსონალი შემდეგი იყო:

  • როდ ევანსი - ვოკალი
  • როჯერ ლუისი - გიტარა
  • კრის ბენჰამი - კლავიშები
  • ერიკ კინი - ბას-გიტარა
  • იენ პეისი - დასარტყმელი საკრავები

ევანსის ხმა ჟღერს Deep Purple-ის პირველ სამ ალბომზე და სინგლებზე „Hush“ და „Kentucky Woman“. 1969 წელს ჯგუფში იგი იენ გილანმა შეცვალა.

Deep Purple-იდან წასვლის შემდეგ როდ ევანსმა, ჯონი ვინტერის ყოფილ დრამერ ბობი ქოლდველთან, გიტარისტ რაინოსა (ლარი რეინჰარდტი) და ბასისტ ლი დორმანთან ერთად ჯგუფი Captain Beyond ჩამოაყალიბა. ეს ჯგუფი საკმაოდ პოპულარული იყო, თუმცა მუსიკალური წარმატებები მათი ალბომების გაყიდვაზე არასოდეს ასახულა. კომერციული წარუმატებლობა ჯგუფის არსებობის შეწყვეტის მიზეზი გახდა.

Captain Beyond-ის დაშლის შემდეგ როდ ევანსმა მუსიკის სფერო დატოვა და 1980 წლამდე დასავლეთ ამერიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა.[2] 1980 წელს ევანსმა საზოგადოებისთვის უცნობ რამდენიმე მუსიკოსთან ერთად, Deep Purple-ის სახელით ტურნე წამოიწყო.[3] წარმოდგენებმა მსმენელთა უკმაყოფილება გამოიწვია.[4] ევანსს Deep Purple-ის ნამდვილმა მენეჯმენტმა უჩივლა, მიყენებული ზარალი $672 000-ად შეფასდა. სასამართლოს შედეგად როდ ევანსი აღარ იღებს Deep Purple-ის პორველი სამი ალბომის გაყიდვებიდან შემოსავალს.

მომხდარი ინციდენტის შემდეგ როდ ევანსმა საბოლოოდ მიატოვა მუსიკალური კარიერა და მას შემდეგ საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღარ მოხვედრილა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. BBC Music: 7 ages of Rock – Deep Purple
  2. Bogus Deep Purple in Sounds 80. Tinpan.fortunecity.com (1980-09-20). Retrieved on 2011-11-20.
  3. Bogus Deep Purple in The Highway Star.
  4. Captain Beyond : Band Member Info on ROD EVANS. Tinpan.fortunecity.com. Retrieved on 2011-11-20.