როდინია (რუს. Родина) — ჰიპოთეზური სუპერკონტინენტი, რომელიც არსებობდა დაახლოებით პროტეროზოულში — კამბრიულისწინამდელ ეონში. წარმოიქმნა დაახლოებით 1,1 მლრდ. წლის წინ. იმ დროს დედამიწა შედგებოდა ერთი მთლიანი ხმელეთისა და ერთი მთლიანი ოკენანისაგან, რომელსაც მიროვია ეწოდებოდა.

შესაძლო მოვლენა, რომელიც 550 მლნ. წლის წინ დაფიქსირდა - როდინია ახლახან დაიშალა

ხშირად, როდინია მიჩნეულია უძველეს ცნობილ სუპერკონტინენტად, თუმცა მისი პოზიცია და მოხაზულობა დღემდე დისკუსიის საგანს წარმოადგენს.

გეოფიზიკოსების აზრით, როდინიამდე სხვა რამდენიმე სუპერკონტინენტიც არსებობდა. როდინიას შემდეგ დაშლილმა კონტინენტებმა მოასწრეს კიდევ ერთხელ გაერთიანება სუპერკონტინენტ პანგეას სახით, ხოლო შემდეგ კონტინენტები ისევ დაიშალა. სავარაუდოდ, მომავალში კონტინენტები კიდევ ერთხელ შეერთდებიან სუპერკონტინენტის სახით (პანგეა ულტიმა). როდინია დაახლოებით 750 მლნ. წლის წინ დაიშალა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება