როგორ გავხდი იდიოტი

როგორ გავხდი იდიოტი (ფრანგ. Comment je suis devenu stupide) — თანამედროვე ფრანგი მწერლის მარტენ პაჟის 2001 წლის რომანი. წიგნს მოპოვებული აქვს ევრორეგიონის სკოლის პრემია და ბელგიის, ჰოლანდიისა და გერმანიის სტუდენტების ჯილდო.

„როგორ გავხდი იდიოტი“
ავტორი მარტენ პაჟი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი რომანი
გამოცემის თარიღი 2001
გვერდი 96
ISBN 9782226126269

შინაარსი

რედაქტირება

ახალგაზრდა კაცი, ანტუანი, დარწმუნებულია, რომ ავადაა და მისი ავადმყოფობის მიზეზი ჭკუაა, მაგრამ ამის გამო არავინ აღიარებს ავადმყოფად და არავინ თანაუგრძნობს, არადა ანტუანი იტანჯება და ამ ტანჯვას რომ ბოლო მოუღოს, რას აღარ ცდის: ალკოჰოლიკად გადაქცევას, თავის მოკვლას... ყველა მცდელობა უშედეგოდ მთავრდება და იწყება იდიოტად გადაქცევის საინტერესო ცდა. ანტუანი ცდილობს გათავისუფლდეს იმ ტვირთისგან, რომელიც ცხოვრებაში ჭკუის სახით ერგო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება