რობ როი (ინგლ. Rob Roy) — 1995 წლის ამერიკული სათავგადასავლო ფილმი. ფილმი გადმოსცემს XVIII საუკუნის შოტლანდიელი ისტორიული პირის, რობ როის, ისტორიას.

„რობ როი“
ჟანრი სათავგადასავლო
დამდგმელი რეჟისორი მაიკლ კეიტონ-ჯონსი
პროდიუსერი პიტერ ბრუგენი
რიჩარდ ჯეკსონი
სცენარის ავტორი ალან შარპი
როლებში ლიამ ნისონი
ჯესიკა ლანგი
ტიმ როთი
მუსიკა კარტერ ბარველი
ოპერატორი კარლ უოლტერ ლინდენლაუბი
მონტაჟი პიტერ ჰინესი
სტუდია United Artists
დისტრიბუტორი United Artists
გამოსვლის თარიღი 14 აპრილი, 1995
ხანგრძლივობა 139 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 28 000 000
შემოსავალი $ 31 596 911
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

XVIII საუკუნეში შოტლანდიის მაღალ მთებში მცხოვრები რობ როი მაკგრეგორი კლანის ლიდერი და მესაქონლეა. ის ცდილობს საქონელი მძარცველებისგან დაიცვას და საკუთარ კლანს, რომელშიც 200-მდე ადამიანია, შემოსავალი შეუნარჩუნოს. რობ როის ცოლი და ორი შვილი ჰყავს. რობ როი ზამთრის გადასატანად სამი თვით ათას ფუნტს ისესხებს მარკიზ მოტროზისგან, რათა საქონელი გამოკვებოს, სანაცვლოდ კი თავდებში მიწას დებს. სესხის შესახებ შეიტყობს არჩიბალდ კანინჰემი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მეომარია. ის რობ როის საუკეთესო მეგობარი მაკდონალდი მოკლავს და ფული მოიპარავს. რობ როიმ სესხი უკან ვერ აბრუნებს. მონტროზი მას სანაცვლოდ პოლიტიკურ დახმარებას სთხოვს, რაზეც რობ როი უარს ეუბნება. მაგრამ მიწა არ დათმო და დევნილად იქცა. როის დევნა კანინჰემმა დაიწყო, მისი ცოლი გააუპატიურაა და სახლი გადაწვა. რობ როი და მისი კლაის წევრები დაგეგმავენ შურისძიებას. მას შეიპრყობენ და ხიდზე ჩამოღრჩობას უპირებენ, თუმცა გაქცევას მოახერხებს. ერთი-ერთზე საბოლოო ბრძოლაში რობ როი არჩიბალდს მოკლავს.

ჯილდოები

რედაქტირება

ტიმ როთის მიერ არჩიბალდ კანინჰემის როლის შესრულება აღინიშნა ორი ჯილდოთი (BAFTA და კანზას-სიტის ფესტივალი) და სამი ნომინაციით, მათ შორის ოსკარის ნომინაციით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება