რობესპიერის ძეგლი (მოსკოვი)
რობესპიერის ძეგლი (რუს. Памятник Робеспьеру) — ბოლშევიკების მიერ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მოსკოვში დადგმული ერთ-ერთი პირველი ძეგლი. ქანდაკება დამზავებული იყო ბეტონისაგან მოქანდაკე ბეატრისა სანდომირსკაიას მიერ. ძეგლი იდგა ალექსანდრეს ბაღში ალექსანდრეს ბაღის ობელისკის ადგილზე. ძეგლი შეიქმნა რევოლუციის პირველ წლისთავისთვის 1918 წლის 3 ნოემბერს, ხოლო 6-7 ნოემბრის ღამეს დაიშალა ან ბეტონის უხარისხობის გამო, ან აფეთქების შედეგად.
რობესპიერის ძეგლი რუს. Памятник Робеспьеру | |
---|---|
ძეგლის გახსნა, 3 ნოემბერი, 1918 წ. | |
კოორდინატები | 55°45′13″N 37°36′53″E / 55.753692° ჩ. გ. 37.614853° ა. გ. |
მდებარეობა | მოსკოვი, რუსეთი |
მოქანდაკე | ბეატრისა სანდომირსკაია |
მასალა | ბეტონი |
გახსნის თარიღი | 3 ნოემბერი, 1918 |
აღწერა
რედაქტირებაბეტონის ძეგლი იყო XVIII საუკუნის პოლიტიკური მოღვაწის რეალური გამოსახულება, შესაბამის ტანსაცმელში და პარიკში.
თვითმხილველის აზრით იგი ცოტა მაღალი იყო ვიდრე რეალური რობესპიერი[1].
ისტორია
რედაქტირებაოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო მონუმენტალური პროპაგანდის ლენინური გეგმა, რომლის საფუძველზეც გაანადგურეს ყველა ის ძეგლი, რომელიც მეფის ხელისუფლებასთან იყო კავშირში.
სახვითი ხელოვნების განყოფილებამ შეადგინა იმ პირების სია, რომლის ძეგლების შეიძლება დადგმულიყო. ამ სიაში შეიყვანეს არა მარტო რუსი რევოლუციონერები, არამედ უცხოელი პოეტები, ფილოსოფოსები, სწავლულები, მხატვრები, კომპოზიტორები და მსახიობები, სულ 69 პირი.
რობესპიერი, როგორც საფრანგეთის რევოლუციის მნიშვნელოვანი ფიგურა, ბუნებრივია ამ სიაში მოხვდა. მისი დადგმა ალექსანდრეს ბაღში, მოხდა რომანოვების ობელისკის აღებისა და გადაკეთების პარალელურად.
რობესპიერის ძეგლის გახსნა მოხდა 1918 წლის 3 ნოემბერს. შემორჩენილია 18-წამიანი ვიდეო მასალა გახსნის შესახებ.
განადგურება
რედაქტირება1918 წლის 7 ნოემბერს დილით ქანდაკება დანგრეული დახვდათ. ოფიციალური ვერსიით, რომელიც გაზეთმა „პრავდამ“ გამოაქვეყნა 9 ნოემბერს, ძეგლის განადგურება მოხდა დამნაშავის ხელით, ანუ ძეგლი ააფეთქეს, მაგრამ იქვე მიუთითებენ, რომ კვარცხლბეკი გადარჩა. ერთ-ერთი არცთუ საფუძველს მოკლებული ვერსიის მიხედვით ბეტონი იყო დაბალი ხარისხის, ღამით მოყინა და ძეგლი ჩამოიქცა[2].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Ленинский план монументальной пропаганды… — Памятник Робеспьеру[მკვდარი ბმული]
- ↑ Прогулки по старой Москве. Тверская. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-27. ციტირების თარიღი: 2018-04-09.