რობერტ პროსინეჩკი

რობერტ პროსინეჩკი (სერბ.-ხორ. Robert Prosinečki [rǒbert prosinět͡ʃki]; დ. 12 იანვარი, 1969) — ხორვატი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. პროსინეჩკი იყო დავორ შუკერთან, ზვონიმირ ბობანთან და სხვებთან ერთად 90-იანი წლების ხორვატიის ლეგენდარული გუნდის წევრი, რომლებმაც 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინეს.

რობერტ პროსინეჩკი
პროსინეჩკი 2012 წელს
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
12 იანვარი, 1969 (1969-01-12) (55 წლის)
დაბადების
ადგილი
შვენინგენი, დასავლეთ გერმანია
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
აზერბაიჯანი (მწვრთნელი)
ახალგაზრდული კარიერა
1974–1980 შტუტგარტ კიკერსი
1980–1986 დინამო ზაგრები
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1986–1987 დინამო ზაგრები 2 (1)
1987–1991 ცრვენა ზვეზდა 117 (25)
1991–1994 რეალ მადრიდი 55 (10)
1994–1995 რეალ ოვიედო 30 (5)
1995–1996 ბარსელონა 20 (4)
1996–1997 სევილია 19 (2)
1997–2000 დინამო ზაგრები 50 (14)
2000 ხრვატსკი დრაგოვოლჯაცი 4 (1)
2000–2001 სტანდარ ლიეჟი 21 (4)
2001–2002 პორტსმუთი 33 (9)
2002–2003 ოლიმპია 23 (3)
2003–2004 ზაგრები 26 (5)
სულ 400 (83)
ეროვნული ნაკრები
1987 იუგოსლავია U20 5 (1)
1989–1991 იუგოსლავია 15 (4)
1994–2002 ხორვატია 49 (10)
სამწვრთნელო კარიერა
2006–2010 ხორვატია (ასისტენტი)
2010–2012 ცრვენა ზვეზდა
2012–2013 ქაისერისფორი
2014–2017 აზერბაიჯანი
2018–2019 ბოსნია და ჰერცეგოვინა
2019–2020 ქაისერისფორი
2020 დენიზლისფორი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერაში უდიდესი წარმატება იყო 1991 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის მოგება ცრვენა ზვეზდას შემადგენლობაში, რის შემდეგაც იგი, ისევე როგორც ამ ლეგენდარული გუნდის სხვა წევრები, ევროპული გრანდების ინტერესის სფეროში აღმოჩნდნენ. პროსინეჩკი რეალ მადრიდში გადავიდა, სადაც ოთხი სეზონის განმავლობაში თამაშობდა, რის შემდეგაც გუნდი დატოვა და კარიერის მანძილზე მრავალი გუნდის მაისური მოირგო, მათ შორის მადრიდელთა მოსისხლე ბარსელონაც იყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება