რკინის პაგოდა
რკინის პაგოდა (ჩინ.: 鐵塔) — ქალაქ კაიფენში არსებული ბუდისტური ჩინური პაგოდა, რომელიც აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვის 1049 წელს სუნის დინასტიის პერიოდში (960-1279). სახელწოდება „რკინა“ ეწოდა იმის გამო, რომ შენობის შეფერილობა რკინას მოგვაგონებს. აგურისაგან ნაგები კოშკია, რომელიც აშენდა ელვისგან განადგურებული ხის პაგოდის ადგილას 1044 წელს. რვაკუთხა საყრდენის ტიპის სტრუქტურა 56.88 მ სიმაღლისაა. 13 სართულიანია. ნაგებია 50-მდე სახესხვაობის ჭიქურისებური აგურისაგან. კედლები მოჩუქურთმებულია, სადაც წარმოდგენილია ბუდის, დრაკონებისა და სხვ. გამოსახულებები. ბრჯენების ქვეშ დაკიდებულია 104 ზარი, რომლებიც მცირე ქარის დროს რეკავენ. ნაგებობის შიგნით კლასიკური რომანის „მოგზაურობა დასავლეთისაკენ“ ილუსტრაციებისგან შემდგარი ფრესკებია.
1847 წელს მდინარე ხუანხეზე მოხდა ძლიერი წყალდიდობა, რომელმაც დააზიანა ახლო მდებარე ყველა ნაგებობა. რკინის პაგოდამ სხვადასხვა დროს 38 მიწისძვრას გაუძლო. 1994 წელს იგი გამოჩნდა ჩინურ საფოსტო მარკაზე.[1]
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რკინის პაგოდა დაარქივებული 2012-03-15 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- რკინის პაგოდა (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1994-21: Pagodas of Ancient China - 1994. chinesestamps.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-21. ციტირების თარიღი: 2007-09-04.