რიხარდ ზორგეს ძეგლი
რიხარდ ზორგეს ძეგლი (აზერ. Rixard Zorgenin heykəli) — მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა მზვერავის, საბჭოთა კავშირის გმირის — რიხარდ ზორგეს ძეგლი აზერბაიჯანის დედაქალაქ — ბაქოში. მისი ძეგლის მახლობლად საბუნჩის დასახლებაში დაიბადა თვითონ მზვერავი. ძეგლი აღიმართა 1981 წელს. მოქანდაკე — ვლადიმერ ციგალი, არქიტექტორები — რასიმ ალიევი, ლეონიდ პავლოვი, იუ. დუბოვი.[1]
რიხარდ ზორგეს ძეგლი აზერ. Rixard Zorgenin heykəli | |
---|---|
მდებარეობა | აზერბაიჯანი, ბაქო |
არქიტექტორი |
რასიმ ალიევი, ლეონიდ პავლოვი, იუ. დუბოვი |
მოქანდაკე | ვლადიმირ ციგალი |
თარიღდება | 1981 |
რიხარდ ზორგეს ძეგლი შესრულებულია მოგრძო ფორმის ბრინჯაოს დაფის ფორმით. ძეგლზე გამოსახულია რელიეფური რადარის დანადგარი, ხოლო ცენტრში გამოსახულია მზვერავის სახის ნაწილი გამოჭრილი თვალებით. ამ გაერთიანებულ კომპოზიციაში მოქანდაკემ შექმნა საბჭოთა მზვერავის სიმბოლო.[2]